|
საიტი mydog.ge შექმნილია ცხოველების მოყვარულთა და მფლობელთა საინფორმაციო მხარდაჭერისათვის. საიტზე იპოვით სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: შინაური ცხოველის სწორი არჩევა და გაზრდა, კვება, წვრთნა და სხვა.
აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო განცხადების სერვისით – განათავსოთ თქვენი განცხადება ლეკვების, კნუტების და სხვა ცხოველების ყიდვა-გაყიდვასთან ან დაკარგულ ცხოველთან დაკავშირებით. დამზადების სტადიაშია ვეტერინარული კლინიკების, კლუბების, ვეტ-მაღაზიების და მწრთვნელების ვებ-კატალოგი. ვეტ ექიმის გამოძახება ღამის 2 საათზეც შეიძლება დაგჭირდეთ, ჩვენს ვებ-გვერდზე კი, თქვენ შეგეძლებათ ნახოთ ვეტ-ექიმების კოორდინატები და თავად გადაწყვიტოთ თუ ვის დაუკავშირდეთ.
რასაკვირველია ესეთი ვებ-გვერდის დამზადება-განვითარება საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია და ყველა ნიუანსის ერთბაშად გათვალისწინება რთულია. ამიტომ ვითვალისწინებთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შესაძლებელია გაიპაროს შეცდომები და მოხარული ვიქნებით თუკი თქვენ გვაცნობებთ მათ შესახებ ამ ფორმის მეშვეობით.
გაგვაჩნია ბევრი საინტერესო იდეა, რომელთა განხორციელებაც ეტაპობრივად მოხდება, იმედს ვიტოვებთ რომ ჩვენი საიტი გახდება მაქსიმალურად საინტერესო და გამოსადეგი თქვენთვის და მაქსიმალურად ასახავს ქართული ვეტერინარიის სურათს. |