Categories
რჩევები ჯანმრთელობა

10 რეცეპტი გურმანი ძაღლებისთვის

როდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, „ნეტა რასაც ჩემს ძაღლს ვაჭმებ კარგია?“ პოპულარული და რეკლამირებადი ძაღლის საკვები იმდენ დანამატს შეიცავს, მაგალითად ცხოველების სხვადასხვა დამუშავებულ ნაწილებს… უკვე რთულია მიხვდე რომელი კორმია კარგი და რომლის შემადგენლობაშია რეალურად სასარგებლო და მავნე ნივთიერებები.  სწორედ ამიტომაა ზოგიერთი საკვები უფრო იაფი, ვიდრე ვეტერინართა მიერ აღიარებული და დამტკიცებული ძაღლის პრემიუმ კორმები.

ძაღლების საჭმლის რეცეფტები

ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს საკუთარი ძაღლის კვების ბალანსირებას ნატურალური პროდუქტების გამოყენებით და სახლში მომზადებით. ეს რა თქმა უნდა იდეალური ვარიანტია, მაგრამ საკმაოდ რთული რადგან რთულია ოქროს შუალედის პოვნა და დიეტის სწორი შედგენა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ 10 რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ძაღლს შეუდგინოთ საკმაოდ გემრიელი და ნოყიერი მენიუ. ეს სტატია დაეხმარება მათაც ვისი ძაღლიც უარს ამბობს კორმის მირთმევაზე.

1. ღუმელში გამომცხვარი ყავისფერი ბრინჯი და ქათმის ფილე

dzaglis sachmeli brinji qatmis file
ღუმელში გამომცხვარი ყავისფერი ბრინჯი და ქათმის ფილე

ეს რეცეპტი შეიცავს ნახშირწყლებს, რომლის დეფიციტსაც ძაღლის უამრავი კორმი განიცდის. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ძაღლისთვის ნახშირწყელბის მიღება არაა საჭირო, რაც ვეტერინართა უფრო დიდ ნაწილს სისულელედ მიაჩნა და აცხადებენ, რომ ნახშირწყლის მიღება ძაღლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმისათვის.  ეხლა კი რეცეპტს დავუბრუნდეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 200 გრ მწვანე ლობიო
  • 1 საშუალო ზომის ტკბილი კარტოფილი
  • 3 საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 ნაჭერი ქათმის ფილე

მომზადება:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ელექტრო ღუმელში. მოამზადეთ საშუალო სიძლიერეზე 4-5სთ. როცა გამოცხვება ყველაფერი, ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად.  3-4 დღის განმავლობაში შეიძლება მაცივარში გაჩერება. პორციები გაუყავით წონის და ასაკის შესაბამისად.

2. ათქვეფილი კვერცხი ისპანახით და ორაგულით

dzaglis sachmeli kvercxi da oraguli
ათქვეფილი კვერცხი ისპანახით და ორაგულით

პატრონების უმეტესობა კვერცხს არ აჭმევს თავის ძაღლს, რადგან ყველას მოგვისმენია ერთხელ მაინც, როგორ წყენს და მუცელს ტკენს კვერცხი ძაღლს. რეალურად მიზეზი ძაღლის რაციონში უეცარი ცვლილებები ყოფილა და არა უშუალოდ კვერცხი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ძაღლს უღიზიანებს კუჭს, რომელიმე საკვები. როგორც ჩანს კვერცხი პირიქით ძალიან სასარგებლოცაა, საჭმლის მომნელებელი პროტეინებით და სხვადასხვა ვიტამინებით მდიდარი!

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ½ ნაჭერი ორაგული
  • ½ ჭიქა დაბლენდერებული ისპანახი

მომზადება:

ტაფაზე გავაცხელოთ, მოვასხათ ზეითუნის ზეთი. დავამატოთ ისპანახი და წვრილად დაჭრილი ორაგული. თევზი ოდნავ რომ მომხადდება დავამატოთ კვერცხი და 2 წუთი ვურიოთ შეუჩერებლად. როდესაც გაცივდება მიართვით ცუგას.

3. ჩაშუშული ძროხის ხორცი

dzaglis sachmeli dzoris xorci
ჩაშუშული ძროხის ხორცი

ეს კერძი არის პროტეინების და ვიტამინების საბადო. მაცივარში 1 კვირამდე შეგიძლიათ შენახვა და თქვენი ძაღლი ნამდვილად მადლობას გადაგიხდით ამ კერძს რომ დააგემოვნებს!

ინგრედიენტები:

  • 500გრ ძროხის ხორცი
  • 1 პატარა ტკბილი კარტოფილი
  • ½ ჭიქა დაჭრილი სტაფილო
  • ½ ჭიქა დაჭრილი მწვანე ლობიო
  • ½ ჭიქა ფქვილი
  • ½ ჭიქა წყალი 1 კოვზი ზეითუნის ზეთით

მომზადება:

გამოაცხვეთ ტკბილი კარტოფილი ღუმელში 5-8 წუთით. მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხორცი ზეითუნის ზეთში 10-15 წუთი. ამოალაგეთ ხორცის ნაჭრები. დაამატეთ ქვაბში წყალი და ფქვილი და ურიეთ რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი ბლანტი მასა. დაამატეთ ქვაბში ბოსტნეული, ხორცი და 10 წუთი ხარშეთ. როცა გაცივდება მიართვით თქვენს ძაღლს.

4. ბრინჯი ინდაურის ხორცით

dzaglis sachmeli brinji indauris xorcit
ბრინჯი ინდაურის ხორცით

ინდაურის ხორცი ყველაზე სუფთა ხორცად მიიჩნევა ადამიანებისთვის და ძაღლებისთვის აბსოლიტურად სრულყოფილია. პროტეინების იდეალური წყაროა, ხოლო ნახშირწყლებით ამ კერძს ყავისფერი ბრინჯი ამდიდრებს. ამ კერძს არამარტო ძაღლი დააგემოვნებდა დიდი სიამოვნებით…

ინგრედიენტები:

  • 500 გრ გატარებული ინდაურის ფილე
  • 2 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი
  • ½ ჭიქა ბროკოლი
  • ½ ჭიქა სტაფილო
  • ½ ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტო
  • 6 ჭიქა წყალი

მომზადება:

მოატავსეთ წყალი, გატარებული ინდაურის ხორცი, ბრინჯი და როზმარინი ქვაბში. ურიეთ სანამ ინდაურის ხორცი ფხვიერი არ გახდება და დაიშლება. წამოადუღეთ და შემდეგ დაუკელით სიმხურვალეს. 20 წუთი მომზადდეს დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ბოსტნეული და 5 წუთი ადუღეთ დამატებით. როდესაც გაცივდება მიართვით თქვენს ოთხფეხა მეგობარს!

5. შებოლილი ქათამი

dzaglis sachmeli shebolili qatami
შებოლილი ქათამი

სმუსნებს ხომ არ გამოვტოვებდით, და ეს დიდებული რეცეპტია თქვენი ძაღლის გასაბედნიერებლად! ის აუცილებლად მოვა დამატებისთვის…

ინგრედიენტები:

2-4 ქათმის ფილე

მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. დარწმუნდით რომ ფილეს არ აქვს ქონი.  დაჭერით თხელ და გრძელ ნაჭრებად. დატოვეთ ღუმელში 2 საათით. სანამ ეს ნაჭრები მშრალი და მაგარი არ გახდება.

6. ხორცის ბურთულები

dzaglis sachmeli xorcis burtulebi
ხორცის ბურთულები

ხორცის ბურთულებით მარტო ადამიანები არ უნდა იღებდნენ სიამოვნებას. გაუზიარეთ სიყვარული თქვენს ძაღლებსაც და მოუმზადეთ ეს პროტეინებით, ვიტამინმებით და ომეგა 3-ით მდიდარი კერძი.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ გატარებული ძროხის ხორცი
  • ½ ჭიქა უმი გახეხილი ვაშლი
  • 1 სუფრის კოვზი ოხრახუშის დაჭრილი ფოთლები
  • ¼ ჭიქა თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი ომეგა3,6 ზეთი.

მომზადება:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთსი და მიეცით ბურთულების ფორმა. გამოაცხვეთ ღუმელში, ან შეწვით ტაფაზე ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთში.

7. იოგურტის დესერტი

dzaglis sachmeli iogurtis deserti
იოგურტის დესერტი

ძაღლებსაც ისევე სჭირდებათ კალციუმი როგორც ადამიანებს და ისინი მას ვერანაირი სახით ვერ იღებენ. გარდა ხელოვნური ვიტამინებისა და ძვირადღირებული კორმისა, რომელიც მართლა ძალიან ძვირია და შესაძლოა საჭირო რაოდენობის კალცს მაინც არ შეიცავდეს. მაშინ რატომ არ უნდა სცადოთ ამ მარტივი დესერტის მომზადება, რომელშიც კალციუმის საჭირო რაოდენობაა?

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა უცხიმო იოგურტი
  • ½ ჭიქა მარწყვი
  • ½ ჭიქა მოცვი

მომზადება:

დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად. ჩამოასხით ფორმებში და მზადაა!

8. თევზის სადილი

dzaglis sachmeli tevzis sadili
თევზის სადილი

ყოველთვის ფიქრობდით რომ თევზი კატებისთვისაა და ძვლები ძაღლებისთის? სულაც არაა ეგრე. გრძელბეწვიან ძაღლებს განსაკუთრებით უნდა დაუმატოთ რაციონში თევზი. რადგან მისი წყალობით თქვენს იორკს, ან მალტეზეს ან სულაც ავღანურ მწევარს, აბრეშუმივით გაუხდება ბეწვი.

ინგრედიენტები:

  • 1 ნაჭერი ორაგული
  • 1 კვერცხი
  • 1 სასუალო ზომის სტაფილო
  • 1 კარტოფილი
  • 1 ნიახური
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება:

დაჭერით კარტოფილი, ნიახური და სტაფილო პატარა ნაჭრებად. გამოაშრეთ ორაგული და ამოურიეთ კვერცხში და ფქვილში. შეწვით ორაგული და ამოღების შემდეგ იგივე ტაფაზე ჩაშუშეთ ბოსტნეული.

9. ჩაშუშული ქათამი

dzaglis sachmeli chashushuli qatami
ჩაშუშული ქათამი

ყველას გვიყვარს გემრიელი სახლში მომზადებული ჩაშუშული კერძები. რატომ არ გავანებივროთ ძაღლი ასეთი სიამოვნებით? მთელი დღე სამზარეულოში იქნებიან სანამ კერძს მოუმზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა დაჭრილი ბოსტნეული (მწვანე ლობიო, სტაფილო, ბროკოლი…)
  • ¼ ჭიქა შვრია
  • 2 ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება:

დაჭერით ქათამი და მოათავსეთ ღრმა ტაფაზე ზეითუნის ზეთთან. ქათმის ხორცი ფერს რომ შეიცვლის, დაუმატეთ ბულიონი, შვრია, ბოსტნეული. ჩაშუშეთ 15 წუთით და რომ გაცივდება მიართვით კერძი ცუგას!

10. ქათმის სალათი

dzaglis sachmeli qatmis salati
ქათმის სალათი

ეს ქათმის სალათი ძალიან ჯანსაღია. ახალი მწვანილებით, ქათმით. იდეალური კერძია ძაღლების ვიტამინებით და პროტეინებით ავსებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა კუინოა
  • 3 ჭიქა დაჭრილი სალატის ფურცელი
  • 3 მჭა დაჭრილი მწვანე ლობიო
  • 2 ყაბაყი

მომზადება:

მოხარშეთ ქუინოა 2 ჭიქა წყალში. დაჭერით ქათამი ზოლებად და მოთუშეთ ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ ბოსტნეული და შეწვით. დაუმატეთ მიღებულ მასას ქუინოა და მიართვით თქვენს ძაღლს.

თქვენ შესაძლოა ასევე დაგაინტერესოთ: ძაღლებისთვის აკრძალული 12 პროდუქტი

გაუზიარეთ სტატია სხვებს

კომენტარები