სახალისო

10 საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

2015 წელს დიდ ბრიტანეთში დათვალეს, რომ 8.5 მილიონამდე ძაღლი ჰყავთ შინაურ ცხოველად. ამ ფაქტის აღსანიშნავად ჯესიკა ვუდმა, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციიდან, შეაგროვა საინტერესო ცნობები ძაღლების შესახებ.

საინტერესო ფაქტები ძაღლებზე

  1. ძაღლები ძალიან ხშირად ხედავენ სიზმრებს

    ძილის ფაზები ისეთივე აქვთ, როგორც ადამიანებს. თვალის ხამხამის ფაზაც კი.
    თუ კარგად დააკვირდებით, ხანდახან ძილის დროს თქვენი ძაღლი თათებისა ან თვალების უნებლიე მოძრაობებს აკეთებს. სწორედ ამ დროს ხედავს ის სიზმარს, მაგრამ ადამიანისგან განსხვავებით არ ამახსოვრდებათ.

  2. მიჩნეულია, რომ ძაღლი გონებრივად 2 წლის ბავშვს უტოლდება.

    ზოგიერთ ჯიშს, ბორდერ კოლის, შეუძლია 200-ამდე სიტყვის ათვისება. მსგავსი გონებრივი შესაძლებლობებით შემდეგ ადგილებს ინაწილებენ: პუდელი, გერმანული ნაგაზი, ოქროსფერი რეტრივერი, დობერმანი…

  3. ძაღლის ყნოსვა ადამიანისაზე 10,000 ჯერ უკეთესია.

    გასაოცარია, მაგრამ მათ ისეთი დაავადებების შეგრძნებაც შეუძლიათ, როგორიცაა კიბო და დიაბეტი.

  4. ყველას მიაჩნია, რომ კუდის ქიცინი ძაღლის მისალმებას და კეთილგანწყობას ნიშნავს, მაგრამ ყოველთვის არა.

    თუ ძაღლი მარჯვნივ ხრის კუდს და ისე აქიცინებს ეს ნიშნავს რომ გახარებულია. თუ მარცხნივ ხრის ან უბრალოდ აბზეკილი აქვს კუდი მაშინ ის დაძაბულია და ნერვიულობს.

  5. ძაღლები გრძნობენ და იზიარებენ ჩვენს განწყობას.

    მათ შეუძლიათ ამოიცნონ ემოციები პესიმიზმიდან – ოპტიმიზმამდე, ასევე ეჭვიანობა და დეპრესია. რა თქმა უნდა მათდამი სიყვარული და კეთილგანწყობაც.

  6. გავრცელებული მითია, რომ ძაღლები შავთეთრად ხედავენ სამყაროს.

    სინამდვილეში ისინი მხოლოდ წითელ და მწვანე ფერებს ვერ აღიქვამენ. ადამიანებივით ვერ არჩევენ ფერებს, მაგრამ ყვითელი და ლურჯი შეფერილობის დანახვაც შეუძლიათ.

  7. ძაღლის თათებს ხშირად უსიამოვნო სუნი აქვს.

    ეს სულაც არაა გასაკვირი, მათ საოფლე ჯირკვლები თათების ბალიშებზე აქვთ.

  8. გენეტიკურად ძაღლთან ყველას ახლოს მყოფი ცხოველი მგელია.

    ზუსტად როდის შეიქმნა ძაღლის ისეთი სახე, როგორითაც მას დღეს ვხედავთ ცნობილი არაა, მაგრამ ადამიანებმა მგლებთან თანაცხოვრება 15,000 წლის წინ დაიწყეს.

  9. იცოდით, რომ ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითების?

    ძაღლის იდენთიფიკაცია მისი ცხვირით სავსებით შესაძლებელია!

  10. და ბოლოს…

    ძაღლები მოსასაქმებლად ეძებენ მიწაზე ადგილს სადაც მაგნიტური ველი ყველაზე ძლიერია და სახით ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ არიან მიტრიალებულნი ყოველთვის.

Mydog.ge გავიგოთ მეტი ძაღლებზე

კომენტარები

grumingi
To Top