ჯანმრთელობა

10 ძაღლი ალერგიული ადამიანებისთვის

სტატია ეძღვნება ძაღლის ჯიშებს, რომლებსაც აქვთ ჰიპოალერგიული ბეწვი. თუ გსურთ ძაღლის შეძენა, მაგრამ ალერგიულები ხართ მის მიმართ, მაშინ ამ სტატიის წაკითხვა ნამდვილად გაგახარებთ.

სინამდვილეში, ადამიანებს ალერგია არა ძაღლის ბეწვზე, არამედ ქერტლზე და მკვდარი კანის თვალით უხილავ ნაწილაკებზე აქვთ, რომლებიც ხვდებიან ჩვენს სასუნთქ სისტემაში. შესაძლოა ალერგია ძაღლის შარდსა და ფეკალიებზეც გქონდეთ. ასე რომ თუ ალერგია გაქვთ ძაღლზე, მისი მუდმივი პარსვა შედეგს არ გამოიღებს. არც მოკლებეწვიან ჯიშზე დაამყაროთ იმედები, რადგან თმის სიგრძეს ალერგიულობასთან კავშირი ოდნავადაც არ აქვს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე გყავთ ძაღლი და მიხვდით, რომ ალერგია გეწყებათ, ნუ იტყვით მასზე უარს და გააშვილებთ თქვენს ცუგოს. არც მედიკამენტოზური მკურნალობაა საჭირო. გასწავლით რამდნეიმე მარტივ ხერხს, თუ როგორ შეიძლება თქვენი ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თან თქვენი ალერგიის შემცირება!

      ჰეპა ფილტრიანი მტვერსასრუტი.

ჰეპა ფილტრები 99,9% ალერგიის გამომწვევ ნაწილაკებს შთანთქავს, ანუ სახლში ალერგიის გამომწვევი ყველა ნაწილაკი გაქრება. მაგრამ გახსოვდეთ, ჰეპა ფილტრის გამოცვლა და გაწმენდა უნდა მოხდეს რეგულარუად.

       საძინებელში არ შეუშვათ ძაღლი.

საძინებელ ოთახში შესვლა აუკრძალეთ თქვენს ცუგოს. მესმის არ მოეწონება, მაგრამ თავშესაფარში ძილს, სხვა ოთახში ძილი ჯობია!

      მიალაგეთ სახლი ხშირად!

მტვრის გადაწმენდა ზედაპირებიდან (ყოველ კვირა), მტვერსასრუტით სავარძლებისა და ფარდების გასუფთავება ( ყოველ დღე),იატაკის გამოწმენდა ყოველ მეორე დღეს (ზედაპირის სტრუქტურის მიუხედავად).

      სისტემატიურად გაასუფთავეთ ძაღლი.

გასუფთავება არ გულისხმობს ყოველდღე დაბანას. შეგიძლიათ ძაღლების სველი ხელსახოცებისა და მშრალი შამპუნის გამოყენება. ყოველდღიური დავარცხნა და ჰიგიენური პროცედურები, მოაშორებს მკვდარ კანს თქვენს ძაღლს და ქერტლიც არ გაუჩნდება.

გთავაზობთ 10 ძაღლის ჯიშს, ალერგიული ადამიანებისთვის!

1. ბედლინგტონ ტერიერი 

ბედლინგტონ ტერიერი

ბედლინგტონ ტერიერი

გეგონათ მარტო მოკლებეწვიანი ცუგოები იყვნენ ჰიპოალერგიულები?! სულაც არა…  ამერიკულ კინოლოგიურ კლუბს თუ დავუჯერებთ (AKC) ბედლინგტონ ტერიერი მშვენიერი ძაღლია ალერგიული ადამიანებისათვის.

2. ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე

ბიშონი, იგივე ფრანგული ბალონკა, იგივე ბიშონ ფრიზე! ზედმეტსახელად “თოვლის გუნდა”. ამ პატარა და საოცარ ძაღლებს აბრეშუმივით ბეწვი აქვთ. კანი კი ნაზი. თითქმის არ უჩნდებათ ქერტლი.

3. ჩინური ქოჩორა

ჩინური ქოჩორა

ჩინური ქოჩორა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩინური ქოჩორა “სემი”, რომელსაც ამერიკაში, არაოფიციალურად გამართულ სილამაზის კონკურსში, სამი წლის განმავლობაში შტატის ყველაზე შეუხედავ ძაღლად აღიარებდნენ. არადა რას ერჩი, ჰიპოალერგიულია, ჰიპოალერგიული ხოა და ნუ ჰიპოალერგიულიცაა!

4. ირლანდიური წყლის სპანიელი

ირლანდიური წყლის სპანიელი

ირლანდიური წყლის სპანიელი

ეს ძაღლი არც ისე პატარა ზომისაა, საჭიროებს დავარცხნას კვირაში ერთხელ და ტრიმინგს ორ თვეში ერთხელ, რათა შეინარჩუნოს ბეწვის ფორმა. აქვს ხუჭუჭა ბეწვი, მიიჩნევა ზომიერად ჰიპოალერგიულ ჯიშად. სამწუხაროდ საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ამ ჯიშის წარმომადგენლებს.

5. კერი-ბლუ ტერიერი

კერი-ბლუ ტერიერი

კერი-ბლუ ტერიერი

კერი-ბლუ ტერიერები შესანიშნავი მონადირეები არიან. რბილი და სქელი ბეწვის საფარველი აქვთ. არაა რეკომენდირებული ბინაში გასაჩერებლად, თუ გაყვთ სხვა ბინადარიც, ემტერებიან კატებს და ყველა მცირე ზომის ცხოველს. თუმცაღა იშვიათად არიან ალერგიის წყაროები.

6. ლაბრადუდელი

ლაბრადუდელი

ლაბრადუდელი

დიახ! არ მოგესმათ ლ ა ბ რ ა დ უ დ ე ლ ი! ლაბრადორისა და პუდელისგან სპეციალურად გამოყვანილი ძაღლია. თუმცა ამერიკული კინოლოგიური კლუბი (AKC) არ აღიარებს მას როგორც ახალ ჯიშს. მიუხედავად ამისა ლაბრადუდელები, როგორც უსინათლოებს უწევენ კომპანიონობას, ასევე სრულიან ჰიპოალერგიულებიც არიან.

7. მალტეზე

მალტეზე

მალტეზე

მალტეზე თეთრი შეფერილობის, პატარა ძაღლია, რომელიც არაა 100% -ით ჰიპოალერგიული, მაგრამ სხვა ჯიშის ძარლებისგან განსხვავებით, თუ “ნამიანი პირსახოცით ყოველდღე გავწმენდთ მალტეზეს და კარგად გამოვვარცნხით, ალერგენები უმარტივესად შორდება” – ექიმი სუბლეტი.

8. პუდელი

პუდელი

პუდელი

პუდელების მოყვარულო ალერგიულო მკითხველო! მოიმარჯვე ტელეფონი და გახდი პუდელის ამაყი პატრონი. პუდელი ჭეშმარიტად ერთ-ერთი ჰიპოალერგიული ძაღლი ყოფილა.

9. პორტუგალიური წყლის ძაღლი

პორტუგალიური წყლის ძაღლი

პორტუგალიური წყლის ძაღლი

ეს თბილი და ბუთხუზა ძაღლი სპეციალურადაა გამოყვანილი მოსიყვარულე და დიდი ოჯახისათვის. უყვართ ბავშვები და არ იწვევენ ალერგიას!

10. ავღანური მწევარი

ავღანური მწევარი

ავღანური მწევარი

ავღანური მწევარი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ბეწვის სიგრძეზე არაა დამოკიდებული ალერგია. ერთი შეხედვით ავღანურ ძაღლს თმა უზომოდ დიდი რაოდენობით უნდა სცვიოდეს, სინამდვილეში საერთოდ არაა ეგრე… ალერგიული ძაღლომანისთვის იდეალური ვარიანტია!

შეგახსენებთ, რომ ეს ჯიშები 100%-ით ჰიპოალერგიულები არ არიან… მხოლოდ ნაკლებად იწვევენ ალერგიას, სხვა ჯიშებთან შედარებით.

 

MYDOG.GE გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები

grumingi
To Top