Categories
სხვადასხვა

ძაღლები ლეკვობიდან მოხუცებულობამდე

ამანდა ჯონსი ფოტოგრაფია მასაჩუსეტში. მას ჰყავდა გრძელბეწვიანი ტაქსა სახელად ლილი. 16 წლიანი მეგობრობა დასრულდა, მაგრამ ლილის ფოტოები დარჩა… სწორედ ამ ცუგას დამსახურებით ამანდას დაებადა იდეა შეექმნა ფოტო კოლექცია “ძაღლების წლები”.

წიგნად დაბეჭდილი და გამოცემული ფოტოები ასახავდნენ ძაღლებს პატარაობასა და მოხუცებულობაში.

“ლილიმ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის ის, რომ ყველანი ვბერდებით. შესაძლოა დაგვინაოჭდეს სახე, გავჭაღარავდეთ, მაგრამ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს.. .ლილი სიბერეშიც მხიარულად დარბოდა მზიან სანაპიროზე და ციყვებსაც დასდევდა, შესაძლოა ისე სწრაფად ვეღარ, მაგრამ მაინც…”

– ამანდა, წიგნის გამოცემისას წარმოთქმული სიტყვიდან

სამწუხაროა, რომ ამ საოცარ არსებებს არც ისე დიდი დრო აქვთ ჩვენს გასაბედნიერებლად, მაგრამ ის დრო რომელიც ერთად ყოფნისთვის გვაქვს უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე… დავტკბეთ ყველა მომენტით, ყოველი წამით და ვეცადოთ ნაკლებად გავუბრაზდეთ ცუნგრიკებს, როდესაც რაღაცას აშავებენ… რადგან გავა წლები და ის გაბრაზებაც მოგვენატრება.

გზა ლეკვობიდან სიბერემდე გადის უსაზღვრო სიყვარულში, ხალისსა და გაბრაზებაშიც კი. თუმცა ეს ყველაფერი განუმეორებელია.

ამის შემდეგ კი ისინი ხდებიან – მოხუცი ძაღლები.

ებიგეილი

ოდრი

ბრისკო

ფრედი

ლილი

მედი და ელი

მედდი

პოპპი

სიდნი და სავანა

გაუზიარეთ სტატია სხვებს

კომენტარები