სხვადასხვა

ძაღლები თავშესაფრიდან

კაცი, რომელიც ვერ წყვეტს ძაღლების შვილებას!

“ეს ძალიან სახალისოა და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ჩემი სახლი სავსეა სიყვარულითა და ამდენი ბეწვით!”

ლი აშერი, ჩვეულებრივი კაცია ლოს ანგელესიდან. ის არაა ცნობილი ან მდიდარი ადამიანი, არც განსაკუთრებული გატაცებები არ აქვს, უყვარს მეგობრები და გართობა.

ლის ამავდროულად 7 ძაღლი და 2 კატა ჰყავს თავშესაფრიდან ნაშვილები.

ბავშვობიდან უყვარდა ძაღლები და ყოველთვის იცოდა, რომ დამოუკიდებელად ცხოვრების დაწყებისთანავე ბევრი შინაური ცხოველი ეყოლებოდა.

მისი ძაღლებიდან, ზოგიერთი გასაშვილებლად დაწუნებულია, სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგრამ ლის თქმით ის ბედნიერია, რომ აქვს საშუალება, რამოდენიმე ძაღლს მაინც დაეხმაროს.

“თუ გაქვს ამის შესაძლებლობა, ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა იშვილო ძაღლი და იხსნა ის სიკვდილისგან”

ლის ნაშვილებ ოჯახის წევრებს ჰქვიათ: იაფა, მოლი, კელი, ბო ბო, ბატერსი, ჰევენი და ლილი. კატებს ვისკი და გუსი.

მისი ყოველი დღე ძაღლებთან ერთად სასეირნოდ გასვლით იწყება და მთავრდება. მათი მოვლა დიდი შრომაა, მაგრამ როდესაც ხვდები, რომ ერთი სიცოცხლე იხსენი უაზრი სიკვდილისგან, დაღლასაც აღარ გრძნობ. ლი აშერი ვერ ჩერდება… ძაღლების გადარჩენა მის ცხოვრების ნაწილად იქცა.

 

 

 

 

“ძაღლის თავშესაფრიდან წამოყვანა შეუძლიათ ერთეულებს, ძაღლის ყიდვა შეუძლია ყველას…”

 

 

 

 

Mydog.ge    ნუ იყიდი… იშვილე!

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top