სხვადასხვა

ძაღლების ჩხუბი

წინასწარ გიხდით ბოდიშს ესეთ მძიმე თემას რომ შევეხეთ.

ძაღლების ჩხუბი ძალიან სასტიკი და სისხლიანი სანახაობაა. ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ამ მიზნით გამოყენება არის მარაზმი და ძალადობა ცხოველებზე.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დგას ეს პრობლემა და გვინდა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ როდიდან ჩაეყარა საფუძველი ამ “სანახაობას” და რატომ დაიწყეს ადამიანებმა ძაღლების ასე გამოყენება.

ძაღლების ჩხუბის ისტორია

მოგეხსენებათ სისხლიანი სანახაობის მოყვარულები რომაელები იყვნენ. მსგავსი სანახაობების უმეტესობის ფუძემდებლებიც ისინი გახლავთ. ძაღლების ჩხუბიც არაა გამონაკლისი.

რომში ამ მიზნისთვის ინგლისურ მასტიფებს იყენებდნენ. ზომით დიდი და ესეთი ფიზიკური სიძლიერის მქონე ძაღლები იდეალური სამიზნეები აღმოჩნდნენ. მათი გააგრესიულება არც ისე რთული იყო, სასტიკად ეპყრობოდნენ, სცემდნენ და სისხლის წყურვილს უღვიძებდნენ საცოდავ ძაღლებს. რინგზე გასული ორი ძაღლიდან, მხოლოდ ერთი ბრუნდებოდა გამარჯვებული, მეორე რინგზე უნდა დარჩენილიყო…

ძაღლების ჩხუბი ამერიკული კულტურის ნაწილადაც იქცა 1817 წლიდან, რაც სტაფორდშირ ბულ ტერიერი გამოჩნდა მათ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ძაღლების ჩხუბი სულ სხვა დონეზეა ასული. სხვადასხვა კატეგორიის მოჩხუბარი ძაღლი არსებობს. ქუჩის (კრიმინალური ბანდები მართავენ), ჰობისტები (უმეტესად გასართობად იყენებენ და არ აჩხუბებენ სიკვდილამდე) და პროფესიონალი მოჩხუბარი ძაღლები (თაობები აჩხუბებენ და ძალიან დიდი შემოსავალი მოაქვთ მეპატრონისთვის).

სატყუარა ცხოველები

იმის გარდა, რომ რინგზე გასული ცხოველების ყურებაა შემზარავი და გვეცოდებიან ისინი…

კიდევ უფრო საშინელ დღეში არიან სატყუარა ცხოველები. ის ცხოველები, რომლებზეც ავარჯიშებენ მოჩხუბარ ძაღლებს. იმისთვის რომ მოკვლის ინსტიქტი გაუღვივონ გეშავენ პატარა ცხოველებზე, კნუტებზე, კურდღლებზე, სუსტ ძაღლებზე და ლეკვებზე.

დაფიქსირებულია რამოდენიმე შემთხვევა როდესაც სავარჯიშოდ ველურ ცხოველებსაც იყენებენ. უკრავენ მათ პირს და თათებს, რომ არ დააზიანონ მოჩხუბარი ძაღლი და პიდრაპირ უგდებენ მათ რინგზე სასიკვდილოდ განწირულებს…

ძაღლი მოჩხუბარი სანამ გახდება, კიდევ უფრო მეტ სისხლს ღვრის ვიდრე რინგზე.

სოციალური ასპექტები

უამრავი კვლელვაა ჩატარებული იმის დასადგენათ, თუ როგორი ფსიქოტიპისა და სოციალური წრის ადამიანები იყენებენ ძაღლებს საჩხუბრად.

შედეგები კი ესეთია – დაბალი სოციალური წრის ადამიანები არიან ამ ბიზნესში ჩართულები. საშუალო და მაღალი წრის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ ამ სანახაობების გამართვაში, როგორც წესი. ძირითადად მამაკაცები აჩხუბებენ ძაღლებს და არა ქალები…

ფსიქოლოგების თქმით კაცებს აქვთ მამაკაცურობის გამოვლენის ძლიერი სურვილი და მამაკაცურობის შეგრძნება.

თუ მათ ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობები არ უწყობთ ხელს, რომ საზოგადოებაში დაიკავონ ადგილი როგორც ძლიერმა მამაკაცებმა ისინი მიმართავენ კრიმინალს ან ძალადობას. ძაღლების ჩხუბიც სწორედ ამ მიზნით გახდა ესეთი პოპულაური, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში.

ისეთი ქვეყნები როგორიცაა, მექსიკა, ბრაზილია და ა.შ. სოციალური ასპექტი საკმაოდ მძიმეა.

რატომ უნდა იწვალოს ვინმე X ეროვნების მამაკაცმა, რომელსაც არც ფული აქვს და არც ტვინი რომ რაღაცას მიაღწიოს ცხოვრებაში, როდესაც ფულსაც მარტივად იშოვის და უბანშიც სტატუსს აიმაღლებს ძლიერი და სასტიკი ძაღლი თუ ეყოლება…

ცხოველთა უფლებების დამცველები

ამ სისასტიკეს უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია ებრძვის. საქმეს ართულებს კრიმინალური ფონი ზოგიერთ ქვეყანაში.

ამერიკაში უამრავი ძაღლი ყავთ გადარჩენილი გარდაუვალ სიკვდილს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მათი ჯანმრთელობისა და ფსიქიკის დაზიანება შეუქცევადია.

საქართველოში საბედნიეროდ ისეთი მასშტაბური არაა ეს ორთაბრძოლები, როგორც საზღვარგარეთ.

საქართველოში ძაღლების ჩხუბები იმართება ძირითადად რაიონებში სადაც ჰყავთ რქოსანი პირუტყვი და მათ დასაცავად გეშავენ ძაღლებს და აბრძოლებენ მათი სიძლიერის, მონაცემების დასადგენად.

ამ საქმიანობისთვის ძაღლის გაწვრთნა სხვა ბევრად უფრო ჰუმანური მეთოდებითაც შეიძლება და იმედია ამ მეთოდებს ავითვისებთ.

ხშირია ასევე შემთხვევები თბილისში და სხვა ქალაქებშიც, უფრო უბნის მასშტაბებით გამართული ჩხუბები. სავარაუდოდ ერთმანეთისთვის “ვის უფრო მაგარი ძაღლი ყავს” დასამტკიცებლად. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და შეუმჩნეველი არ რჩევა მსგავსი ფაქტები, რაც ნამდვილად სასიხარულოა.

კარგი იქნებოდა ცხოველთა დამცველებს ზურგს კანონიც უმაგრებდეს, რომლის დახმარებითაც მეტი საშუალება მიეცემოდათ ძაღლების დასაცავად.

ბოლოსთვის კი გვინდა გითხრათ, რომ ძაღლების ჩხუბში კარგი არაფერია და იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტორიტეტის ამაღლება სურთ და მამაკაცურობის დამტკიცება გონება ავარჯიშეთ და განავითარეთ, ძაღლების წამებას ნამდვილად ჯობია 😉

 

კომენტარები

grumingi
To Top