რჩევები

ძაღლების გაჩუქება და გაშვილება

ძაღლების გაჩუქება და გაშვილება საკმაოდ ადვილია, თუმცა ბევრმა არ იცის ეს როგორ გააკეთოს. ჩვენ გირჩევთ და დაგეხმარებით ძაღლის აყვანაში ან გაჩუქებაში.

რა პრობლემის წინაშე ვდგავართ?

საქართველოში ბევრი უსახლკარო ძაღლი და კატაა. ეს რეალობაა და პრობლემისთვის თვალის არიდებას აზრი მაინც არ აქვს.

ამ პრობლემას ძალიან ადვილად მოვაგვარებდით ძაღლის ყოლა, ჯიშიანი ძაღლის ყოლასთან რომ არ ასოცირდებოდეს ბევრი ადამიანისთვის. კონკურენტუნარიანი ერი ვართ…

მეზობელს თუ ჰყავს გერმანული ნაგაზი, შენ უფრო “ძერსკი” ნაგაზი გინდა გიმშვენებდეს გვერდს. დაქალმა იორკი იყიდა, შენ შპიცი უნდა იყიდო… “იორკი ხომ უკვე ყველას ყააავს!”. რა თქმა უნდა ირონია არ ვცერლდება ყველაზე. უამრავი ადამიანია, რომელსაც ჯიშიანი ძაღლიც ჰყავს და მიკედლებულ ცუგრიკებსაც უვლის. ან სულაც არ ყავს არავინ მიკედლებული, მაგრამ საშუალება რომ ჰქონდეს დიდი სიამოვნებით მოუვლიდა, რადგან უბრალოდ უყვარს ძაღლები.

უსახლკარო ცხოველები საზღვარგარეთ

ევროპის ბევრ ქვეყანაში უსახლკარო ცხოველების პრობლემა არც კი არსებობს. ქუჩაში ვერ ნახავთ ერთ მეტისსაც კი. როგორ მოაგვარეს ეს საკითხი? ოოოო, არც ისე მარტივად, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია რომ მოაგვარეს პრობლემა.

პირველ რიგში მეტისის მნიშვნელობა და ზოგადად ამ საკითხის გასაჯაროვებაა საჭირო.

ბევრმა ადამიანმა არც კი იცის რას ნიშნავს სიტყვა მეტისი და რა ჯიშიაო კითხულობენ სოციალურ ქსელში. რეკლამირება და თავშესაფრის ძაღლების ნათელი იერით წარმოჩენაა საჭირო.

როგორ უნდა თხოვო მშობელს წაიყვანოს ბავშვი თავშესაფარში ძაღლის ასარჩევად, სადაც ძაღლების უმრავლესობა დაავადებული, ტრავმირებული და მოუვლელია.

როგორ ვიშვილოთ ძაღლი?

თავშესაფრების გარდა სოციალურ ქსელში უამრავი ჯგუფია, სადაც ადამიანები ცდილობენ ლეკვების გაჩუქებას. ზოგიერთი მათგანი ძალიანაც მოვლილია, მაგრამ მათი გაშვილება მაინც რთულია.

აქ უკვე სხვა პრობლემას ვეჯახებით სახით. ძაღლის შეძენის საშუალება ყველას არ აქვს, მითუმეტეს როდესაც ციფრები სამნიშნა რიცხვს აჭარბებს. როდესაც შეგიძლია უსაყვარლესი ლეკვი იშვილო და გააბედნიერო ისიც და შენი თავიც, უამრავ პოსტს წააწყდებით სადაც უშუალოდ მინიატურულ აუცილებლად საბუთებიან იორკშირ ტერიერს თუ იჩუქებენ, თორე ისე არ უნდათ…

მსგავს პოსტებზე შენი აზრი თუ დაწერე, ძალიან უკმეხ პასუხს მიიღებ და შეიძლება შემოელანძღო პოსტის ავტორს.

მეგობრებო… ძვირფასო მკითხველებო! გასაგებია, რომ შეიძლება გინდოდეს კონკრეტული ჯიშის ცუგა, კონკრეტული მიზნისთვის ან მიზეზის გამო. საყვარელია, პატარაა, მცველია ან სულაც მონადირე. მაგრამ ისეთ ადამიანებს მივმართავთ, ვისაც უბრალოდ ძაღლი უნდა რომ ჰყავდეს და არაა მზად გადაიხადოს დიდი თანხა მის შესაძენად. ადამიანებს, რომლემბაც გადაწყვიტეს ჰყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, იზრუნონ მათზე და გაიხალისონ ცხოვრება. ასეთი დიდი  სიკეთის გაკეთების საშუალება გაქვთ…

შეგიძლიათ მეგობარიც გაიჩინოთ და თან ერთი სიცოცხლე გადაარჩინოთ.

განა ეს ბედნიერება არაა? როდესაც უყურებ ძაღლს, რომელიც ქუჩაში ცხოვრებისგან იხსენი, უერთგულესი მეგობარი შეიძინე და იცი, რომ ეს გრძნობა მთელი ცხოვრება გაგყვება.

რა არის მეტისი?

მეტისი არის ძაღლი, რომელიც ვიზუალურად არ გავს არც ერთ სხვა ძაღლს.

ისინი ცხოვრობენ ქუჩებში და თავშესაფრებში. არ განსხვავდებიან სხვა ძაღლებისგან ბუნებით, მაგრამ განსხვავდებიან წარმომავლობით. ვერ აკმაყოფილებენ კინოლოგიური კლუბების მკაცრ მოთხოვნებს. არ იყიდებიან. არ ცოცხლობენ დიდხანს, თუ ვერ იპოვეს ოჯახი.

 

მეტისი ძაღლია, რომელსაც სჭირდება დახმარება.

მათი ჯანმრთელობა ჩვენი უსაფრთხოებაა. მეტისი არ ნიშნავს ცუდ სიტყავს… არ ნიშნავს უჯიშოს და მაწანწალას.

ნუ გარიყავთ მათ და შეიზიზღებთ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩვენივე შექმნილ ძაღლურ სტანდარტებში და ჩარჩოებში არ ზის.

 

შეიყვარეთ მეტისები, შეიფარეთ მეტისები… გადაარჩინეთ სიცოცხლე დღეს.

 

 

კომენტარები

grumingi
To Top