იორკშირ ტერიერის ვარცხნილობები ცნობილია თავისი ბეწვის სტრუქტურით. ადამიანის ხარისხის თმა საშუალებას აძლევს გრუმერებს, ამ პატარა საოცარ ცუგებს უამრავი და საოცარი ვარცხნილობები შესთავაზონ. მათი გაკრეჭვა საკმაოდ რთულია და ერთგვარი გამოწვევა.
ჩვენი ძაღლების სალონი “მხიარული თათები” გთავაზობთ იორკშირ ტერიერის ვარცხნილობების წარმოუდგენლად მრავალფეროვან არჩევანს.
პროფესიონალი გრუმერები იზრუნებენ თქვენი საყვარელი იორკების სილამაზესა და მოწესრიგებულობაზე.
იორკის ბეწვის სტრუქტურა საშუალებას აძლევს გრუმერებს, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვარცხნილობების შესაქმნელად.
ჩვენი სალონი შეეცადა რამდენიმე იორკის ვარცხნილობის ვარიანტი ეჩვენებინა თქვენთის, რადგან უკეთ შეძლოთ სასურველი სტილის შერჩევა თქვენი პატარა მეგობრისთის და მისი კიდევ უფრო გალამაზება.
იორკშირ ტერიერის ვარცხნილობები
-
იორკის აზიური სტილის ვარცხნილობა საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკაში და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. საქართველოში არც თუ ისე ბევრ იორკს ნახავთ ამ ვარცხნილობით, მაგრამ უდაოდ ძალიან უხდებათ!
-
იორკის ლეკვის სტილი – იგივე Puppy Cut. ამ ვარცხნილობის მთავარი სპეციფიკა, ზრდასრული იორკისთვის ლეკვის ვიზუალის მინიჭებაა. საქართველოში ეს სტილი საკმაოდ პოპულარულია.
-
იაპონური სტილი ძალიან უხცოა და იშვიათი.
მისი მთავარი პრინციპი იორკისთვის სახის მაქსიმალურად დაპატარავება და მომრგვალებაა, მაშინ როცა ყურები ოვალური, გრძელი ბეწვით და ზომით გაცილებით დიდი უნდა იყოს
ძაღლების სალონი “მხიარული თათები“
-
იორკშირ ტერიერის გრძელი სტილი ყოველ დღიური ვარცხნილობა ნამდვილად არ არის.
ეს სტილი უფრო გათვლილია საგამოფენო იორკებისთვის. თუმცა ადამიანებს, რომლებსაც არ უძნელდებათ თავიანთი იორკის ყოველ დღე ვარცხნა ეს სტილი საკმაოდ მიმზიდველია!
-
შნაუცერების ვარცხნილობები თითქმის ერთი სტილისაა, მაგრამ ეს ვარცხნილობა იორკზე საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
პატარა კვიცებს ემსგავსებიან და სახე ოდნავ მოგრძო თუ აქვთ კიდევ უკეთესი!
-
იორკის ახალი იგივე თავისუფალი სტილი (Freestyle Cut), ახალი დანერგილია გრუმინგ სამყაროში.
ეს სტილი მთლიანად გრუმერის წარმოასახვაზე და ოსტატობაზეა დამოკიდებული. აქ არ არსებობს საზღვრები და წესები. ასე რომ გაბედული პატრონებისთვის, რომლებიც ახალი სტილის ძიებაში არიან თავიანთი ცუგებისთვის, საკმაოდ კარგი არჩევანია.
ძაღლების სალონი “მხიარული თათები“
-
იორკის საზაფხულო ვარცხნილობა უზომოდ პოპულარულია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ზაფხულისთვის ნამდვილად კარგი არჩევანია. ადვილი მოსავლელი და ვიზუალრად საკმაოდ საყვარლები ხდებიან ჩვენი პატარა იორკები.
-
სტანდარტული ვარცხნილობა – ამ ვარცხნილობების აზრი, იორკისთვის მეტნაკლებად სტანდარტული გარეგნობის შენარჩუნებაა.
თან ამადვდოულად ზურგისა და ჰიგიენური ადგილების მაქსიმალური მოწესრიგება, მოვლის გაამრტივების თვალსაზრისით. საქართველოში ამ სტილს ფარდას ან კაბასაც უწოდებენ.
თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია იორკის ვარცხნილობებზე და გსურთ პროფესიონალ გრუმერთან ძაღლის შეჭრა – დაგვირეკეთ : 579 20 20 06
კომენტარები
