რჩევები

ძაღლების თავშესაფარი საქართველოსა და უცხოეთში

ძაღლების თავშესაფარი ემსახურება უპატრონო ძაღლების შეკედლებასა და მათზე ზრუნვას.

არის ქვეყნები სადაც ეს პრობლემა ძალიან მწვავეა, უსახლკაროდ დარჩენილი ძაღლებისა და მეტისების რიცხვი იმდენად დიდია, რომ თავშესაფრებში საკმარისი ადგილი და რესურსი არაა, რომ მათზე იზრუნონ. მწარე რეალობაა, რომ ზოგიერთ თავშესაფარში ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო ხდება ძაღლების ევთანაზია (მოკვდინება).

ევთანაზიის რიგში – დაავადებული, მოხუცებული და აგრესიული ძაღლები პირველ ადგილს იკავებენ.

შემდგომ უკვე თავშესაფარში გატარებული დროის მიხედვით ხდება მათი სიკვდილის რიგში განაწილება.

ზოგიერთ ქვეყანაში ძაღლს აძინებენ, თუ ის არ გაშვილდა გარკვეულ ვადებში. შეგვიძლია  აღშფოთება გამოვხატოთ შექმნილი სიტუაციის გამო, რადგან მართლაც ცოდოა ძაღლი, რომელიც იღუპება იმიტომ, რომ მასზე ზრუნვა არავის უნდა. მაგრამ ამით ვერც ძაღლებს გააცოცხლებ და ვერც ევთანაზიისთვის განწირულ ძაღლებს გადაარჩენ.

 

გამოსავალი მხოლოდ ერთია

ამ ძაღლების შეკედლება და მათთვის საარსებო გარემოს შექმნა. საქართველოში უსახლკარო ცხოველების პრობლემა ნამდვილად დგას.

უმეტესობას ურჩევნია ჯიშიანი ლეკვი შეიძინოს ვიდრე ზრდასრული ძაღლი წამოიყვანოს თავშესაფრიდან, რომელსაც არ იცის როგორი ხასიათი ექნება ან როგორ შეეგუება ოჯახს.

ეს მიზეზი რა თქმა უნდა გასაგებია და ვერავის დააძალებ ბავშვს მიუყვანოს 5 წლის მეტისი, როდესაც მას იორკშირ ტერიერის ლეკვი უნდა. ზოგიერთ ქვეყანაში ძაღლის ყოლასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული შეხედულებებია გავრცელებული.

საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ძაღლის ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს. მათ უბრალოდ უყვართ ძაღლები და თუ აქვთ საშუალება ბარემ ისეთ ძაღლს იყვანენ, რომლის აყვანაზეც ბევრმა უარი თქვა და იცის რომ ამით ერთ სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს.

 

თავშესაფარში მხოლოდ ქუჩიდან როდი ხვდებიან მეტისები. იქ ბევრი ასაკოვანი და ჯიშიანი ძაღლიც ხვდება.

ამის მიზეზი ბევრია. ზოგიერთის პატრონი იღუპება და ოჯახის სხვა წევრები ვერ იღებენ ძაღლზე პასუხისმგებლობას და ა.შ.

მაგრამ ბოლო ერთია – თავშესაფარში უკანასკნელი დღეების გატარებას ნამდვილად არავინ იმსახურებს.

წარმოგიდგენთ თავშესაფრების ცნობარს საქართველოში და ზოგიერთ უცხოურ თავშესაფარს. მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას, ადამიანების დაუდევრობით ძაღლები მსოფლიოს ყველა კუთხეში იღუპებიან და რჩებიან სახლის გარეშე…

ქ. თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი

ქ.თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა #17-ა (ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია)

თბილისი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაბრის ვებ გვერდი.

საკონტაქტო ტელეფონი:  577 95 85 55.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

მისამართი: სამგორი, კაიროს ქ. N9 (26 ნომრის მოპირდაპირედ)

დამატებითი ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ გვერდზე.

საკონტაქტო ტელეფონი: 595 633 636.

ეს ორი თავშესაფარი ყველაზე დიდი და ცნობილია საქართველოში.

400-მდე ძაღლზე ზრუნავენ და ცდილობენ მათ გაშვილებას. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი 2015 წლის 13 ივნისს დაიტბორა და ძალიან ბევრი ძაღლი დაიღუპა. ამჟამად მძიმე მდგომარეობაში არიან და შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს კიდეც. ზარალის სრული ანაზღაურება არ მოხდა და ბატონ თამაზს ყველა რესურსი ეწურება, რომ 380 ძაღლი შეინახოს.

უსახლკაროდ დარჩენილი ძაღლების კონტროლისა და მათი რაოდენობის შესამცირებლად გარკვეულ ღონისძიებებს ატარებენ.

ვეტერინარული კლინიკები და თავშესაფრის ვეტერინარები სტერილიზაცია კასტრაციის მეთოდს მიმართავენ. რაც გულისხმობს ქუჩაში მობინადრე ძაღლებისთვის გამრავლების უნარის შეჩერებას.

ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია და ბევრ ქვეყანაში მიმართავენ…

გარდა ამისა ხდება მათი ვაქცინაცია და ზოგიერთი ძაღლის დაბრუნება იმ ტერიტორიაზე სადაც მისი აყვანა მოხდა. უკეთებენ ყურზე ნიშანს, რომლითაც მათი იდენთიფიკაცია მარტივია. ზოგიერთი ოჯახი იღებს პასუხისმგებლობას ესეთ ძაღლებზე და ჰყავს მიკედლებული. შესაძლოა სახლში არ ჰყავდეთ, მაგრამ ზრუნავენ მათზე, აჭმევენ და მფარველობენ.

ნებისმიერი მეთოდი და ნებისმიერი დახმარების ხელი მინუს ერთი ძაღლია ევთანაზიის რიგიდან. ამ ცუგების სიცოცხლე ზოგიერთი ადამიანისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ სხვა პრობლემაზე მაინც უნდა იფიქრონ. უპატრონოდ დარჩენილი ძაღლი, რომელიც არაა აცრილი, საშინელ პირობებში ცხოვრობს უამრავი დაავადების გადამტანია. მათ შორის ცოფის ვირუსის, რომელიც არა მხოლოდ ძაღლებისთვისაა საშიში და დამღუპველი. არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც მიაჩნია რომ ამ ძაღლებზე ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრი პრობლემაა ქვეყანაში მოსაგვარებელი. მათი ჯანმრთელობა, მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაცაა!

წარმოგიდგენთ ზოგიერთ ძაღლების თავშესაფარს უცხოეთში:

ჩელტენჰემის ცხოველთა თავშესაფარი ინგლისში

ბრუკჰევენის ცხოველთა თავშესაფარი, NY / USA

Mydog.ge დაეხმარე თუ შეგიძლია, სიკეთე გადამდებია!

კომენტარები

grumingi
To Top