ჯანმრთელობა

ძაღლებისა და ლეკვების სწორი კვება

სწორი კვება, როგორც ადამიანებისთვისაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ძაღლებისთვისაც საჭიროა კვების რაციონის დადგენა და კორმის სწორად შერჩევა.

როდესაც ლეკვი წყვეტს რძის მიღებას და გადადის კორმზე, სარძევე კბილების ამოსვლის პერიოდში სასურველია კვება თბილ წყალში ჩაულბოთ, რათა გაუმარტივდეთ საკვების მიღება. მოზრდილი ძაღლის კბილების სიჯანსაღეც კორმზეა დამოკიდებული, მყარი კორმის ღეჭვით ნაკლებად სავარაუდოა კბილების დაზიანება და ქვების გაჩენა.

ლეკვის შეძენისას აუცილებელია მიხვიდეთ ვეტერინართან და გაიაროთ კონსულტაცია, რათა გაარკვიოთ რომელი კვებაა უკეთესი თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის.
უნდა გაიგოთ რა დოზირებაა საჭირო, რომ ლეკვი ჯანმრთელ ძაღლად ჩამოყალიბდეს.
კორმის გარდა დანამატის სახით შესაძლებელია ნატურალური პროდუქტის მიღებაც, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.
მუდმივად ნატურალური საკვების მიწოდება გულისხმობს დიეტის დანიშვნას, რომ თანაბრად გადანაწილდეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღების დოზირება, რაც არც ისე მარტივია და დიდ ყურადღებას საჭიროებს.

თბილისში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფირმის საკვები. გათვლილი ყველა ზომის, ასაკისა და ჯიშის ძაღლზე.
არსებობს კორმი სტერილური, გასტრიტის ან სხვა პრობლემის მქონე ძაღლებისა თუ კატებისათვის.
პრემიუმ,  საშუალო ხარისხისა და დაბალი ხარისხის კორმი განსხვავდება შემადგენლობითა და ცხიმიანობის დონით.

ყურადღება მიაქციეთ ძაღლებისთვის აკრძალულ პროდუქტებს, რადგან შესაძლოა ერთი შეხედვით უვნებელმა საჭმელმა, დიდი საფრთხე შეუქმნას თქვენი ლეკვის ან ძაღლის ჯანმრთელობას!

კორმის ცვლამ ლეკვებში და იშვიათად მოზრდილ ძაღლებშიც შესაძლოა ფაღარათი გამოიწვიოს. ასე რომ, თუ გეგმავთ კვების შეცვლას საჭიროა სწორი პროცენტული გადანაწილება ძველი და შემცვლელი კორმისა.

ლეკვის კვება პროცენტული გადანაწილება:

1. პირველ დღეს 70-30%

2. მეორე დღეს 60-40%

3. მესამე დღე 50-50%

4. მეოთხე დღე 40-60%

5. მეხუთე დღე 30-70%

6. მეექვსე დღე 100% ახალი კვება

 

 

ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ლაბრადორ რეტრივერი, ინგლისური და ამერიკული კოკერ-სპანიელი, ინგლისური ბულდოგი, მოპსი, როტვეილერი… გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულით საკვების მიმართ.
ამ ძაღლებს რომ დაუდგათ კორმი მეშოკით სავსებით შესაძლებელია დღის ბოლომდე ერთი მარცვალიც არ დატოვონ.

შესაბამისად მსგავსი ჯიშის ძაღლებს განსაკუთრებით სჭირდებათ სწორი კვება და დოზირების განსაზღვრა.

ძაღლის კვება – კორმის დოზირება

ყველა ფირმის კორმს თავისი ცხრილი აქვს და შეგიძლიათ მეშოკის უკანა მხარეს იხილოთ თქვენი ლეკვისა თუ ძაღლისათვის კორმის განსაზღვრული რაოდენობა. ასევე შესაძლებელია, მარტივად მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში, თუ ვეტერინართან ვერ ახერხებთ დაკავშირებას. ამ ინფორმაციას ზოო მაღაზიებშიც მოგაწვდიან კონსულტანტები.

MYDOG.GE  მზადაა გიპასუხოთ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე! იზრუნეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე და გიყვარდეთ ისინი… გამხდრებიც და ბუთხუზებიც, ღორმუცელებიც და პრეტენზიულებიც!

 

კომენტარები

grumingi
To Top