ჯანმრთელობა

ძაღლებისთვის აკრძალული 12 პროდუქტი

ეს სტატია განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც მიაჩნიათ, რომ ძაღლს რაც არ უნდა აჭამონ – არაფერი დაშავდება.
გასაგებია, რთულია უარი უთხრა ძაღლს, რომელიც ისეთი თვალებით გიყურებს სადილობისას,  თითქოს მთელი თვეა არაფერი უჭამიაო.
განწირულ მზერას თუ არ უგულვებელჰყოფთ, ვერ გადაურჩებით ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტს.

იმის გარდა, რომ ძაღლი შესაძლოა ალერგიული აღმოჩნდეს გარკვეული პროდუქტების მიმართ, ან სულაც მოიწამლოს და გაუღიზიანდეს კუჭ-ნაწლავი, არსებობს კონკრეტულად 12 საკვები, რომლსაც შეუძლია ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს თქვენი ძაღლი!

ყურადღება მიაქციეთ თქვენი ლეკვის სწორ კვებას. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლის ადრეულ ასაკში.

1. შოკოლადი

შეიცავს დიდი რაოდენობით, კოფეინსა და თეობრომინს. იმიტომ გვესმის, რაც უფრო შავია ის მით უარესი, რომ თეთრი ნაკლებ მეთილქსანტინს შეიცავს, რაც თავისთავად ნაკლებ ტოქსიკურობას გულისხმობს.

შოკოლადი თუ ძაღლმა მიირთვა შესაძლოა გამოიწვიოს: ღებინება, დეჰიდრატაცია, მუცლის ღრუს მწვავე ტკივილები, კუნთების ფიბრილაცია, არითმია, ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვები და შესაძლოა სიკვდილიც…

2. რძე

დიახ, ლეკვებს შეუძლიათ სვან დედის რძე, მაგრამ როგორც ადამიანებს ძაღლებშიც ხშირია ლაქტოზის აუტანლობა.

რძეში, რომელსაც მივირთმევთ დიდი რაოდენობით რძის შაქარია, ძაღლებს კი არ აქვთ ფერმენტი რომელიც მას დაშლიდა.

რძის მიღებამ ძაღლებში შესაძლოა გამოიწვიოს: ღებინება, ფაღარათი, გასტროინტესტინალური პრობლემები.

რძე ვერ მიიყვანს ძაღლს ფატალურ შედეგამდე, მაგრამ შესაძლოა ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.

3. ყველი

ბოდიში მეგობარო… ყველიც არ გეჭმევა.

განსაკუთრებით მდნარი! ისევე როგორც რძის შემთხვევაში, ენზიმების უქონლობის გამო, ძაღლის ორგანიზმი ვერ ახერხებს ცხიმებისა და შაქრის დაშლას.

ყველმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პრობლემები როგორიცაა:

გაზების დაგროვება, შებერილობა, ღებინება და ფაღარათი.

4. ხახვი

ხახვს შეუძლია ძაღლს ბევრად დიდი პრობლემები მოუტანოს, ვიდრე უბრალოდ ცრემლდენა… ხახვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც თუ ძაღლმა დიდი რაოდენობით მიიღო ზიანს მოუტანოს მას.

ხახვს შეუძლია, დააზიანოს სისხლის ფორმიანი ელემენტი, რაც ასუსტებს ძაღლს და უმოქმედოს ხდის.

თუ დიდი რაოდენობით ხახვი მოიპარა თქვენმა ძაღლმა და მიირთვა, შესაძლოა სისხლის გადასხმა გახდეს საჭირო.

5. მაკადამიას კაკალი

უახლეს გამოკვლევებს თუ ვენდობით მაკადამიას კაკალი ძაღლებისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია.

სპეციფიკური ნივთიერებები, რომელთა სახელწოდებებიც ჯერ კიდევ უცნობია ძალიან ტოქსიკურია ძაღლებისათვის.

მაკადამიას კაკალმა შესაძლოა გამოიწვიოს:

ზოგადი სისუსტე, უკანა კიდურების დამბლა, ჰიპოთერმია, ღებინება და კრუნჩხვები.

6. ნიორი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძაღლი ვამპირია, და სახლში ნიორი გადამალეთ!

შოკოლადის და ხახვის მსგავსად დიდი რაოდენობით ნივრის მიღება საშიშია ძაღლებისათვის, რადგან ის ტოქსინებს შეიცავს.

შესაძლოა სისხლის მოწამვლა, და ურინაციის დროს სისხლნარევი ან მუქი შარდი. განსაკუთრებით მწვავე შემთხვევების დროს, საჭირო გახდება სისხლის გადასხმა.

7. ყურძენი

 მაკადამიას კაკლის მსგავსად ყურძენი ძალზედ საშიშია თქვენი ცუგოებისთვის, რადგან ყურძნის კურკა ტოქსიკურია. ჯერჯერობით არაა დადგენილი თუ რა ნივთიერებებია ტოქსიკური ძაღლებისათვის და რა მოქმედებს ძაღლებზე ეგრე ცუდად, მაგრამ დიდი რაოდენობით ყურძნის მიღება არაა რეკომენდირებული.

ყურძენი იწვევს: თირკმლის გათიშვას (მწვავე შემთხვევებში), ღებინება, დეჰიდრატაცია, ფაღარათი. ძაღლი შესაძლოა დაიყუპოს თირკმლის შეუქცევადი დაზიანების შემთხვევაში.

8. ავოკადო

უარს თუ ეტყვით თქვენს ძაღლს ავოკადოს გაზიარებაზე სამომავლოდ ნამდვილად მადლობას მოგიხდით!

ავოკადო შეიცავს ტოქსინ – პერსინს, რაც ძალიან საშიშია ძაღლებისათვის.

შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანება,

ასევე სუნთქვის გართულება, უხასიათობა და სისუსტე.

9. ვაშლის კურკები

ნუ მისცემთ ძაღლს მთლიან ვაშლს,

რადგან ვაშლის კურკა შეიცავს მცირე რაოდენობით ციანიდს და არაა რეკომენდირებული.

თუ ძაღლს ვაშლი ძალიან უყვარს გაუთალეთ დაუჭერით და ისე მიართვით.

10. საფუარი

რატომაა საშიში ბურღულეული ძაღლებისათვის? პრობლემა თავად ხორბალში არაა, საშიშროება საფუარია. საფუარის შემცველი პურის მიწოდება ძაღლისთვის ყველაზე დიდი და ცუდი შეცდომაა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს.

როდესაც ძაღლი შეჭამს საფუარიან ცომს: ალკოჰოლი გამოიყოფა კუჭში რაც ტოქსიკურია, კუჭში საფუარიანი ცომი ფართოვდება და დიდი რაოდენობით გაზი გროვდება. ზოგადად იწვევს ძაღლის კუჭ-ნაწლავის დაზიანებას, დისკომფორტს და მწვავე ტკივილს მუცლის არეში.

11. ყავა

არავითარ შემთხვევაში არ მიაკაროთ თქვენი ძაღლი არც ყავას და არც ზოგადად კოფეინს. ყავა შეიცავს სტიმულატორ მეთილქსანტინს, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით.

მეთილქსანტინი ძალიან ცუდად მოქმედებს ძაღლის ორგანიზმზე,  პირდაპირ აზიანებს ნერვულ სისტემას. იწვევს ღებინებას, მოუსვენრობას.

შესაძლოა ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ ძაღლი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

12. შემწვარი ბეკონი

რა?! ბეკონიიც??? აღშფოთდება ძაღლების სრული 100%, მაგრამ სიმართლეა. შემწვარი ბეკონი ნომერ პირველი მტერია ჩვენი ცუგოებისთვის.

ბეკონი იმდენად დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, რომ ძაღლებში იწვევს პანკრეატიტს.

ორგანიზმი წყვეტს სწორად ფუნქციონირებას, როდესაც პანკრეასი ზიანდება. ეს კი თავისთავად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის კოლაფსს. ვეღარ ხდება საკვების შეთვისება და გადამუშავება.

MYDOG.GE   ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ძაღლების სწორ კვებაზე

კომენტარები

grumingi
To Top