ჯანმრთელობა

ძაღლი ვარდისფერი ცხვირით

dzagli vardisferi cxvirit

ვარდისფერი ცხვირი ძაღლებში – ძაღლის ცხვირის შეფერილოვა განსხვავდება ჯიშის მიხედვით. შესაძლოა იყოს შავი, ყავისფერი, ვარდისფერი ან სულაც ბეწვის ფერის მსგავსი. ხშირად თავდაპირველად ერთი ფერის ცხვირი აქვს და ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა შეეცვალოს შეფერილობა.

ვარდისფერი ცხვირი ძაღლებში

ლეკვები უმეტეს შემთხვევაში ვარდისფერი ცხვირით იბადებიან, რომელიც მოგვიანებით შავდება. ხანდახან ზრდასრულ შავცხვირა ძაღლს შესაძლოა ნელნელა გაუვარდისფრდეს დრუნჩი. ამის მიზეზი ბევრია. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ამ პროცესს  ორგანიზმში ვიტამიების ნაკლებობა განაპირობებს, თუმცა ეს მიზეზი მცდარია.

 

dzaglis vardisferi cxviri

ცხვირის დეპიგმენტაცია

უმეტეს შემთხვევაში საშიში და სანერვიულო სულაც არაა, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ეს პროცესი მაუწყებელია, რომ ძაღლის ჯანმრთელობა მიხედვას საჭიროებს.
როგორ მივხვდეთ საჭიროა თუ არა ვეტერინართან ვიზიტი, როდესაც ძაღლს ცხვირის შეფერილობა ეცვლება…

მიზეზები, თუ რატომ უვარდისფრდებათ ძაღლებს ცხვირი:

  • კლიმატი – ყველაზე გავრცელებული მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.
    ვარდისფერ ცხვირს, ზამთრის ან თოვლის ცხვირსაც უწოდებენ. სიცივეში ძაღლებს შესაძლოა შავი დრუნჩი გაუვარდისფრდეთ და ეს ბუნებრივი მოვლენაა.
    სიცივეების გადასვლასთან ერთად მათ ცხვირს შავი შეფერილობა უბრუნდებათ, როგორც წესი. იშვიათად მაგრამ მაინც ყინვების გამო ხდება ენზიმი თიროზინაზის ფუნქციის მოშლა.
    ეს ენზიმი მონაწილეობს შავი პიგმენტის მელანინის წარმოქმნაში.
    თიროზინაზა კლიმატის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და სიცივეში კატალიზურ ფუნქციას კარგავს.
    სწორედ ამიტომ რიგ შემთხვევებში ძაღლებს მუდმივად ვარდისფერი ცხვირი რჩებათ ზამთრის შემდეგაც.

ზოგიერთი ჯიში : ბერნის ზენენ ჰუნდი, ოქროსფერი რეტრივერი, ლაბრადორი, ჰასკი, მეცხვარეები, პუდელი და კოკერები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ცხვირის გავარდისფერებისკენ.

  • ასაკის მატება – ძაღლის ცხვირი პიგმენტს კარგავს ასაკის მატებასთან ერთად.
  • ტრავმა – როდესაც ძაღლი იზიანებს ცხვირს, იკაწრავს ან გადაიტყავებს, შეხორცების შემდეგ უვარდისფრდებათ. დროთა განმავლობაში პიგმენტის წარმოქმნა აღდგება.
  • ბაქტერიული ინფექცია – როდესაც ძაღლის ცხვირი უბრალოდ კი არ ვარდისფერდება, არამედ იწყება ანთებითი პროცესი, ტკივა, ხდება მშრალი ან ზოგადად არაჯანმრთელად გამოიყურება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ვეტერინარს.

ნაზალური დეპიგმენტაცია ცნობილია სახელით “Dudley Nose”.
ძაღლი, დადლი ნოუზი შეიძლება იყოს დაბადებიდან, გახდეს ასაკის მატებასთან ერთად, ეცვლებოდეს შეფერილობა სეზონურად.

ჯიშები, რომლებიც განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი დეპიგმენტაციისკენ: ავღანური მწევარი, დობერმან პინჩერი, ოქროსფერი რეტრივერი, ირლანდიური სეტერი, პოინტერი, პუდელი, სამოიედი, კოკერ სპანიელი და თეთრი გერმანული ნაგაზი.

კომენტარები

grumingi
To Top