სახალისო

ძაღლი Vs კატა / დღიურები

ამონარიდები ძაღლის დღიურიდან…

დღე / 180

  • 08:00 – ვაიმე! ვაიმე საჭმელი! ვუჰუუ კაია!!
  • 09:30 – ვაიმე! ვაიმე მანქანით მივდივართ?! აუუ რა კაია!!
  • 10:00 – ვაიმე! ვაიმე ვაიმე ვსეირნობთ!!! ვსეირნოობთ რა მაგარია!
  • 10:30 – ვაიმე! ვაიმე მანქანით მივდივართ?! ჰუჰუუუუ რა კაია!!
  • 11:30 – ვაიმე! ვაიმე საჭმელი! ვუუუუჰუ რა კაია!!
  • 12:00 – ვაიმე! ბავშვები! ბავშვები ბავშვებიი!!! ხედავ? ხედავ? რა მაგარია!
  • 13:00 – ვაიმე! ეზო ეზო ეზო!!! ეზო კაიააა!
  • 16:00 – ვაიმე! ბავსვები! ბავსვები ბავსვებიი!!! ხედავ? ხედავ? რა მაგარია!
  • 17:00 – ვაიმე! ვაიმე საჭმელი! ვუჰუუუ რა კაია!!
  • 17:30 – ვაიმეეეეეეე!!!! დედააა! დედიკო დეე დე დეეე!!! აუუ რა მაგარია!

დღე / 181

დღე / 182

ამონარიდები კატის დღიურიდან…

დღე / 752 – ჩემი თავისუფლების აღმკვეთი განაგრძობს ჩემს წამებას ამ ყოვლად უსარგებლო და უაზრო ჟღარუნა ნივთით. უნამუსოდ ილუკმება ხორცით, მე კიდევ ამ გამომშრალ მარცვლებს მაჭმევს… ერთადერთი რაც მაბედნიერებს მისი სიმწრისგან მობრიალე თვალებია, როდესაც ნაკაწრებს აღმოაჩენს ავეჯზე. ხვალ სავარაუდოდ ამ ახალ მცენარესაც დავფლეთ!

დღე / 761 – დღეს კინაღამ ვიმსხვერპლე ჩემი დამატყვევებელი, ფეხებში ვებლანდებოდი სახლში რომ შემოვიდა. კრუტუნით გადავატანინე ყურადღება. ჰმმ.. ხვალ კიბეებთან ვცდი იგივეს! სკამზე ვაღებინე… ვცდილობ მათში ისეთივე სიბრაზე და აუტანელი გაღიზიანება ჩავნერგო, როგორიც მე მღრღნის უკვე წლებია! ხვალ ლოგინზე ნახავენ საჩუქარს

დღე / 765 – დღეს ვინადირე და თაგვი პირდაპირ ხელებში ჩავუგდე, ვეცადე მიმეხვედრებინა რისი გამკეთებელი ვარ! მაგრამ ამ შეუვალ არსებებზე არაფერი არ ჭრის! თავზე გადამისვეს ხელი და ყოჩაღი ფისო ხარო! ფისო?! ფისო!!!

დღე / 768 – დღეს კიდევ უკეთ შევისწავლე ეს ყოვლად ალოგიკური არსებები! გაბედეს და წყლით სავსე ქვაბის მაგვარ რაღაცაში მტენიდნენ! ეგ არ ეყოთ და მწველი ქიმიური ნივთიერებაც კი დამასხეს! შამპუნს ეძახიან. ვინც შამპუნი შექმნა უნდა ჩატენო ამ მდუღარე წყლით სავსე კასრში და აღარ ამოიყვანო მთელი ცხოვრება! არაუშავს… ჩემი დამატყვევებლის ცერა თითი ჯერ კიდევ კბილებს შორის მაქვს გაჩხერილი!

დღე / 771 – ჩვენს ბედნიერ ოჯახში ძაღლიც გვყავს და ერთი ჩიტი. ძაღლი არ მაფიქრებს, სულელია და ყველაფერს აკეთებს რასაც ეტყვი. აი ჩიტი ძალიან საშიში ვიღაცაა. ვეჭვობ ინფორმატორია… გალიიდან ესაუბრება ჩემს დამატყვევებელს… დარწმუნებული ვარ ჩემზე უყვება ყველაფერს! ამ რკინის კონსტრუქციაში უსაფრთხოდაა, მაგრამ ეგ არაფერი, დაველოდები, მხოლოდ დროის ამბავია…

[box type=”shadow” align=”aligncenter” class=”” width=””]MYDOG.GE გისურვებთ ღიმილით სავსე და ნათელ დღეს![/box]

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top