რჩევები

ძაღლის გაწვრთნა

ძაღლის გაწვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია, ჯიშის მიუხედავად.
როგორი ზომისაც არ უნდა იყოს ძაღლი, მისი ინსტინქტები და ბუნება არ იცვლება. იორკსაც ისევე უნდა თამაში და ახალი გარემოს შეცნობა, როგორც ლაბრადორს.

რა ჯობია განცდას, როდესაც თქვენი ძაღლი ეზოში საბელის გარეშე დარბის, თამაშობს… თქვენ კი ოდნავადაც არ გეშინიათ, რომ სადმე გაიქცევა ან არ დაგიჯერებთ.

ძაღლის გაწვრთნა

ყველაზე მნიშვნელოვანია მოთმინება.

როგორც წესი, 4-5 თვის ასაკიდან იწყებენ ძაღლების გაწვრთნას და ამ პროცესის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. შესაძლოა თვე დაგჭირდეთ შესაძლოა 5-6 თვე. ძაღლის ჯიშზე და მის ხასიათზე ბევრია დამოკიდებული. ბევრად უფრო რთულია ზრდასრული ძაღლის თავიდან “აღზრდა”, რადგან ხასიათი ჩამოყალიბებული აქვს.

თუ გადაწყვიტეთ თქვენი ძაღლი გაწვრთნათ დაგჭირდებათ რამოდენიმე ნივთი:

  1. საწკაპუნო ან სვისტოკი (თუ ძალიან მაღალი ხმა არ გაქვთ)
  2. დაგჭირდებათ ბევრი ძაღლური სმუსნები
  3. ადგილის მოძებნა სადაც მარტონი იქნებით
  4. გრძელი საბელი (დიდი ძაღლის ყოლის დროს)
  5. ულევი მოთმინება.

ეს პროცესი უზომოდ სახალისო და საინტერესო გახდება, როდესაც თქვენი ძაღლი პირველ ნაბიჯებს გადადგამს და მარტივ ბრძანებებს შეასრულებს.

ანტიკური მეთოდებით დღესაც ბევრი ხელმძღვანელობს, როგორიცაა ეგრეთ-წოდებული მკაცრი საყელო, ელექტრო საყელო, მათრახები და უამრავი საშუალება, რომლითაც იმორჩილებენ ძაღლს, მაგრამ თანამედროვე მიდგომა ბევრად უფრო ჰუმანურია.
ძაღლის დამორჩილება შიშის ნიადაგზე არასწორია, ბევრად ჯობია როდესაც ძაღლი იმიტომ გიჯერებს, რომ უყვარხარ, გენდობა და პატივს გცემს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჯიშს თავიასებური მიდგომა სჭირდება და საჭიროა უამრავი დეტალისა და მეთოდის ცოდნა, მარტივი ბრძანებების სწავლება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ძაღლისთვის, თუ მოთმინება ეყოფა და მზადაა ამ რთულ პროცესს შეუდგეს მთელი მონდომებით.

სტატია გრძელი და მოსაწყენი რომ არ იყოს, რჩევების კატეგორიაში შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული ბრძანების სწავლების მეთოდები.

 

Mydog.ge ყველაფერი ძაღლებზე, ყველაფერი ძაღლებისთვის

კომენტარები

grumingi
To Top