სხვადასხვა

ძაღლის ყოლის მოლოდინი Vs რეალობა

ძაღლის ყოლა საკმაოდ საპასუხისმგებლო რამეა. როდესაც ადამიანს მოუნდება, რომ მის ცხოვრებაში ადგილი დაიკავოს ძაღლმა, როგორც წესი, წინასწარ რაღაც წარმოდგენები და მოლოდინი აქვს, თუ როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება. ვოცნებობთ რომ გვეყოლება დამჯერი, მშვიდი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც ერთი თქმით აითვისებს ყველაფერს, იქნება ძალიან ჭკვიანი და მხოლოდ ნათელი დღეებით აავსებს ჩვენს ცხოვრებას. გვგონია, რომ ძაღლი არ შეგვიქმნის დისკომფორტს და მხოლოდ ლეკვობაში შეიძლება გაგვიჭირდეს მისი მოვლა. სინამდვილეში, რეალობა და მოლოდინი, როდესაც ძაღლი მიგვყავს სახლში სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

მოლოდინი: ჩვენი ძაღლი მარტივად აითვისებს ბრძანებებს და ზუსტად ეცოდინება რა გააკეთოს, როდესაც რაღაცას დაავალებთ

რელობა: სინამდვილეში, სავარაუდოდ ესეთი რეაქცია ექნება როდესაც პირველად ეტყვით, რომ დაჯდეს!

მოლოდინი: თქვენ მთელი გულით აურჩევთ ყველაზე ლამაზ და ძვირიან ჯამებს საკვებისა და წყლისთვის. ელით, რომ სიხარულისგან კუდი მოძვრება და სახეს გადაგილოკავთ…

რეალობა: სინამდვილეში, ის უმეტეს შემთხვევაში ეცდება თქვენი თეფშიდან ისაუზმოს, ისადილოს და ივახშმოს!

მოლოდინი: გგონიათ, ძაღლი თქვენს გრაფიკს მოერგება და მაშინ მოისაქმებს გარეთ, როდესაც თქვენ გაიყვანთ მას ეზოში.

 

რეალობა: ამ დროს შეიძლება შუა ღამეს ან გამთენიას მოუნდეს ეზოში გასვლა და არ მოერიდება თქვენი გაღვიძება! თუ არ გაიღვძეთ დიიიდ სიურპრიზსაც დაგახვედრებთ!

მოლოდინი: აღფრთოვანებული აარჩევთ, ყველაზე ძვირიან და კომფორტულ ლოგინს თქვენი ძაღლისთვის! ის კი…

რეალობა: თქვენი ლოგინიდან ჩამოსვლას არც კი აპირებს.

მოლოდინი: გგონიათ, რომ სანამ სამსახურში იქნებით, ძაღლი მშვიდად დაგიცდით ფანჯრის რაფასთან და სევდიანი თვალებით მიაჩერდება ქუჩას, თქვენი მანქანის დანახვის იმედით…

 

რეალობა: შესაძლოა ნერვიულობისგან მან მთელი სახლი გადაჭამოს!

მოლოდინი: ძაღლს სიგიჟემდე ეყვარებით სიცოცხლის ბოლომდე, ყველაფრის მიუხედავად.

რეალობა: ძაღლს სიგიჟემდე ეყვარებით სიცოცხლის ბოლომდე, ყველაფრის მიუხედავად.

კომენტარები

grumingi
To Top