რჩევები

ძაღლთან ურთიერთობისას დაშვებული 10 შეცდომა

სტატია ეძღვნება 10 შეცდომას, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს ძაღლთან ურთიერთობისას.

საქართველოში საგრძნობლად იმატა ძაღლების რაოდენობამ. რამოდენიმე წლის წინ, თუ მხოლოდ ნაგაზები, პუდელები და კოკერები ამშვენებდნენ ქალაქის ქუჩებსა და რაიონებში ეზოებს. დღეს უამრავი ჯიშის წარმომადგენლებს იხილავთ.

სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხი ასე ზრუნავს ძაღლებზე და უყვართ ისინი.

შესაბამისად იხვეწება ვეტერინარული სფეროც, კინოლოგებიც უფრო კვალიფიციურები არიან და სილამაზის სალონებსაც კი იხილავთ სადაც საოცარ ვარცხნილობებს სთავაზობეთ ქართველ ცუგოებს.

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ მეტად შევისწავლოთ ეს საოცარი ოთხფეხა არსებები.

ძაღლებს ხომ ასე ძალიან ვუყვარვართ და თავისებურად ცდილობენ გაგვაგებინონ რა მოსწონთ, რა უნდათ, როდის შიათ და ა.შ

მოდით გავიგოთ რა შეცდომებს ვუშვებთ ჩვენს ძაღლთან კომუნიკაციისას.

ძაღლთან ურთიერთობისას დაშვებული 10 შეცდომა

ნაკლები სიტყვები მეტი ჟესტიკულაცია!

ადამიანები გამოვირჩევით რადგან ჩვენ გვაქვს ურთულესი საკომუნიკაციო სისტემა.
რთული ბგერები, რომლებსაც ვიყენებთ ერთმანეთთან სასაუბროთ.
სამწუხაროთ ძაღლებს ჩვენი საუბრის ნახევარიც კი არ ესმის.
ისინი აღიქვამენ ძალიან ცოტა და მხოლოდ მკვეთრ ბგერებს. ვთქვათ ძაღლს ქვია ტობი, მისთვის მოდი და ტობი ერთი და იგივეა.

ძაღლები ერთმანეთში არ საუბრობენ, ისინი ურთიერთობენ ჟესტებითა და სხეულის ენით. როდესაც ერთი ძაღლი ცდილობს მეორეს ანახოს, რომ ის დომინანტია ღრენით იწყებს და დომინირების ნიშნად ზემოდან ადგება ან უფრო მაღალ პოზიციას იკავებს ვიდრე მეორე, რომელიც მორჩილების ნიშნად წვება ან იკუნტება და ხმას არ იღებს.

როდესაც გვინდა ჩვენ ძაღლს მარტივი ბრძანებები ვასწვალოთ, სიტყვა “დაჯე”-სთან ერთად ხელის მოძრაობით უნდა ვანიშნოთ, თუ რის გაკეთებას მოველით.
ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ სხვა ბრძანებების შემთხვევაშიც.
მაგრამ თუ თქვენ ერთ რაღაცას ანიშნებთ ძაღლს და თან გადაბმულად ლაპარაკობთ, ვერაფერსაც ვერ გაიგებს და უფრო დაიბნევა…

ძაღლების გასაწვრთნელად ასევე მკვეთრი ბგერებიც გამოიყენება, მაგალითან სპეციალური სასტვენები ან საწკაპუნოები.

ძაღლებს არ უყვართ ჩახუტება!

 ადამიანებს ჩახუტება ძალიან გვიყვარს.
ამგვარად გამოვხატავთ სიყვარულს, თანაგრძნობას და უამრავ დადებით ემოციას.
ეს პრიმატებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. ნუ დაგავიწყდება რომ ძაღლი მსგავსად არ განვითარებულა.
ევოლუციის გზაზე ისინი კლავ ოთხფეხა ცხოველებად დარჩნენ და არ აქვთ ხელები, რომლითაც ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს.

ძაღლისთვის ჩახუტება დომინირების გამოხატულებად აღიქმება.
როდესაც სხვა ძაღლი აჯდება მეორე ძაღლს ან თათებს ადებს, ეს ნიშნავს რომ ის დომინანტია და ითხოვს მორჩილებას.
არსებობენ ბუნებით მშვიდი ძაღლები, რომლებიც არ გამოხატავენ პრეტენზიას დომინანტობაზე.
ბევრ ფოტოს იხილავთ სადაც პატარა ბავშვი ეხუტება ოქროსფერ რეტრივერს და დარწმუნებული ვარ უამრავი მკითხველი, რომელსაც ჰყავს ძაღლი ერთხელ მაინც ჩახუტებია მას.

ძაღლი თუ ბუნებით მშვიდი და მორჩილია, სულაც არ ნიშნავს რომ ჩახუტებაზე ისევე გიჟდება და უხარია როგორც თქვენ. მაგრამ არსებობენ ძაღლის ისეთი ჯიშები და ისეთი ხასიათის მქონე ძაღლები, რომელთა ჩახუტება არა თუ არასასურველია, არამედ საშიშიცაა, რადგან შესაძლოა არასწორად გაგიგოთ და გიკბინოთ კიდეც.

ძაღლის მოფერება სახესა და თავზე!

თქვენ გიყვართ თავზე რომ გისვამენ ხელს ან სახისკენ იწევიან მოსაფერებლად? ალბათ არა…
მითუმეტეს სრულიად უცნობი ადამიანი რომ მოვიდეს და თავზე გადაგისვათ ხელი.
რეაქცია არც ისე კარგი გექნებათ. ალბათ ყველაზე კარგ შემთხვევაში უბრალოდ გაიწევით, უფრო ცუდში ეტყვით ხელი გაწიეო.

ძაღლებსაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ სახესა და თავზე მოფერებასთან. ისინიც ისევე აღიქვამენ პირად სივრცეს როგორც ჩვენ.
ყველაზე თბილ და მოსიყვარულე ძაღლსაც კი არ მოსწონს როდესაც სახეზე ეხებით.
ის ამის უფლებას გაძლევთ, რადგან უყვარხართ და გენდობათ. კარგად რომ დააკვირდეთ, როდესაც ძაღლისკენ მიიწევთ და აპირებთ თავზე გადაუსვათ ხელი ის ოდნავ იწევა და გერიდებათ.

განსაკუთრებით არ გირჩევთ უცხო ძაღლს ეგრევე სახეზე შეეხოთ, არ გაგიკვირდეთ თუ საკბენად გამოიწია.

როდესაც გინდათ თქვენს ძაღლს მოეალერსოთ და კარგი ქცევისათვის დააჯილდოვოთ, მოეფერეთ მას ყურის უკან ან კუდთან ახლოს ზურგზე! ამისთვის მადლობას გადაგიხდით თან ძალიან დიდს.

როდესაც უცხო ძაღლს უყურებთ თვალებში!

თვალის კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი ფატორია ურთიერთობებში.
ადამიანებში ხშირად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და ჩვენი გამომეტყველებით ვხვდებით რა განზრახვა გვავქს. ძაღლების გონება ამდენა განვითარებული არაა. ისინი სხვეულის ენას ბევრად უკეთ აღიქვამენ.

როდესაც მიუახლოვდებით უცნობ ძარლს და დაჟინებით მიაშტერდებით თვალებში, ის ვერ ხვდება თქვენს განზრახვას. ან საფრთხედ აღგიქვამთ ან გადაწყვეტს, რომ ამგვარად ცდილობთ დომინირებას. საპასუხო ქცევა შეიძლება აგრესია იყოს ან პირიქიტ მოღცილება.
გარისკვას ნამდვილად არ გირჩევთ.

თუ გინდათ უცნობ ძაღლს მიუახლოვდეთ და გაიცნოთ ის, მიდით მასთან ნელა და ოდნავ გვერდულად, ისე რომ ხედავდეთ მას, მაგრამ არა ისე რომ მხრებით გადაფაროთ ძაღლი. მიახლოვების დროს ესაუბრეთ მშვიდად და წყნარი ხმით და აცადეთ პირველმა იმოქმედოს, მოგცეთ ნიშანი რომ მზადაა მოგაფერებინოთ და მიგიკაროთ. ძაღლი თუ თქვენსკენ წამოვა და დაგსუნავთ ეს კარგი ნიშანია, თუ ზურგზე გადაგორდა და კუდის ქიცინი დაიწყო მთლად უკეთესი. თუ თავი გვერდზე გაწია, უკან დაიხია და დაიძაბა გაერიდეთ მას. ესეიგი მაინც არ გენდობათ და მეტი დრო და სივრცე სჭირდება.

ძაღლისთვის ყველაფრის უფლების მიცემა!

ხშირად გვგონია, რომ ძაღლისთვის სრული თავისუფლების მინიჭება კარგია.
სადილობისას გვიზის გვერდზე და ვუწილადებთ ჩვენს კერძს. ვაჭმევთ ხელიდან ყველაფერს რაც უყვარს, გვიწევს ლოგინში, გვიწევს ტახტზე.

როდესაც ასე ვიქცევით, ჩვენ უარესს ვაკეთებთ, რადგან ძაღლი ვეღარ ხვდება რა როლი აქვს სახლში. გონია რომ დომინანტია და ყველაფრის უფლება აქვს. რაც იწვევს შემდგომში ძაღლის არასასურველ ქცევას. ხდებიან აგრესიულები პატრონის მიმართაც კი, აფუჭებენ ყველაფერს, ადიან მაგიდაზე, შარდავენ ყველგან.

ძაღლი ბუნებით მორჩილი უნდა იყოს, მას სჭირდება ლიდერი, რომელიც ასწავლის რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა.

აუცილებელია სახლში გარკვეული წესების შემოღება.
მაგალითად, არ მისცეთ ძაღლს უფლება თქვენთან ერთად ეძინოს ლოგინში. არ აჭამოთ მაგიდიდან.
დაუწესეთ გარკვეული საზღვრები, არ შეუშვათ საძინებელ ოთახსა და სამზარეულოში.
ამგავრად გაწონასწორებულ და მშვიდ მეგობარს შეიძენთ, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ეყვარებით.

იძულებითი სოციალიზაცია!

სოციალიზაცია მნიშვნელოვანია ძაღლებისათვის. აგრესიული ძაღლი უმიზეზოდ არაა აგრესიული.
მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. მათ შორის სოციალიზაციის ნაკლებობა და შიში.

ბევრ პატრონს მიაჩნია, რომ იძულებითი სოციალიზაცია და საკუთარი ძარლის ძალით მიყვანა ხალხმრავალ ადგილას ან ძარლებით სავსე ბაღში კარგი გამოსავალია.
ფაქტობრივათ უბიძგებთ თქვენს ძაღლს აიტანოს ამდენი უცხო და როდესაც ისე არ იქცევა, როგორც თქვენ გინდათ ეჩხუბებით მას.

მსგავსი ქმედება არის დაუშვებელი. ძაღლებმა უკეთ იციან ვისთან უნდათ ურთიერთობა და ვისთან არა.
როდესაც ის გაძლევთ ნიშნებს, რომ ის გარემო სადაც იმყოფებით მას არ მოსწონს, ჯობია ძაღლის ინტერესები გაითვალისწინოთ, საკუთარზე მეტად.

მშიშარა ძაღლი, რომელსაც ცალსახად აკლია სოციალიზაცია საჭიროებს განსაკუთრებით ფაქიზ მიდგომას.
ნელა და ეტაპობრივად უნდა მოხდეს მისი შიშის აღმოფხვრა, სხვადასხვა წამახალისებელი საშვალებებით და არა სტრესულ სიტუაციაში ჩაგდებით.

სეირნობისას არ აცდით, რომ გარემო შეისწავლოს…

სეირნობა ძაღლთან ერთად კარგია. თუმცა სეირნობასაც გააჩნია და ეს ორივეს თანაბრად უნდა მოგწონდეთ. ხშირად დილაობით გვეზარება ძაღლის ეზოში გაყვანა, სამსახურში გვეჩქარება და ვეჩხუბებით ჩვენს ცუგოს, რომ მალე მოისაქმოს, ნუ გარბის წინ და ნუ სუნავს ყველაფერს, რადგან მალე გინდათ სახლში ასვლა.

ზოგ შემთხვევაში მარტო ვარჯიში გვეზარება და ძაღლთან ერთად სირბილი ძალიანაც სასიამოვნო და გასართობი გამოსავალია. შესაძლებელია ძაღლს ვასწვალოთ მოკლე საბელით სიარული ან სირბილი ჩვენთან ერთად, ისე რომ გევრდიდან არ მოგვცილდეს და არც არაფერს დასუნონს. მაგრამ ეს ხომ ძალიან ეგოისტური საქციელია…

ძაღლი აღიქვამს სამყაროს სუნით. ჩვენ თვალებით. წარმოიდგინეთ სადღაც მიდიხართ და ფოკუსს მხოლოდ იმაზე აკეთებთ თუ სად უნდა წახვიდეთ და გარშემო აღარაფერს უყურებთ. სამყარო ელფერს დაკარგავდა. მაშინ რატომ უნდა ავუკრძალოთ ჩვენს ძაღლს სამყაროს შეცნობა?

მიეცით ნება ძაღლს, რომ სეირნობისას დღეში 5 წუთი მაინც დაუთმოს საკუთარ თავს და დასუნოს რასაც უნდა, რომელ ბუჩქთანაც უნდა იქ მიუშვით. ნუ უზღუდავთ პირად სივრცეს იმის გამო რომ გეზარებათ ან გეჩქარებათ…

არ მოქაჩოთ საბელი (პავადოკი) უხეშად

ძაღლები გრძნობენ როდესაც დაძაბული ხართ. ისინი ამას საბელის ანუ პავადოკის მეორე ბოლოდანაც აღიქვამენ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, გყავთ ლაბრადორი ან ნებისმიერი სხვა ჯიშის ძაღლი, რომელიც გგონიათ აგრესიული ან სხვა აგრესიული ძაღლების გეშინიათ. ამ შიშის გამო სეირნობის დროს რამდენჯერაც სხვა ძაღლს ხედავთ, მკვეთრი უხეში მოძრაობით ქაჩავთ საბელს, რომ თქვენი ძაღლი არ გაეკაროს სხვა ნივთს ან ადამიანს ან ცხოველს.

ასე იქცევით, რათა დაიცვათ თქვენი ძაღლი და ამ დროს ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. თუ გყავთ დიდი ზომის ძაღლი მაგალითად როტვეილერი, ან ნაგაზი, თუნდაც ლაბრადორი, როდესაც მის საბელს ქაჩავთ ძაღლი ხვდება რომ თქვენ იძაბებით სხვა ძაღლის ან ადამიანის დანახვისას. ის აღიქვამს თქვენსკენ მომავალს პოტენციურ საფრთხედ და ლოგიკურია, რომ თავს ესხმის მას.

ანალოგიურ სურათს ვღებულობთ მცირე ზომის ძაღლებშიც, იორკიც ისეთივე ძაღლია დ აიგივე ინსტინქტები აქვს, როგორც როტვეილერს.

თუ გყავთ აგრესიული ძაღლი, მისი სეირნობის დროს გამოიყენეთ ალიკაპი ან ატარეთ  ტრენერთან. თქვენი ყოველდღიური შეცდომებით უარესს შედეგამდე მიდიხართ.

ნუ აწვალებთ და არ ეთამაშოთ უხეშად ძაღლებს!

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ძაღლის წვალება დიდი არაფერია… ეს სასაცილოც კია, როდესაც უყეფთ საკუთარ ძაღლს, სახეს უჭმუჭნით, კუდზე ქაჩავთ და აკეთებთ ყველაფერს რაც ზუსტად იცით რომ გააღიზიანებს მას. რეალურად ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება.

შესაძლოა თქვენთვის ეს სასაცილოა და ასე ერთობით, ბევრს ისიც მიაჩნია, რომ ძაღლებიც რო გიღრენენ და გიყეფენ მაგ დროს გეთამაშებიან, რადგან საკბენად არ გიმეტებენ. მსგავსი ქმედებით ძაღლს ურყევთ ფსიქიკას. ის ხდება გაუწონასწორებელი, მშიშარა და აგრესიულიც. იმიტომ რომ, აღარ ენდობა ადამიანებს და ჰგონია, რომ ვინც მისკენ გაიწევს ყველა გააწვალებს. არ მოექცეთ ძაღლებს უხეშად და ნუ აწვალებთ მათ.

ძაღლებს უყვართ ყურადღება, ნუ იქნებით მოსაწყენი…

ბავშვობაში ძალიან ბევრ ჩვენგანს გვქონია სურვილი მშობლებთან თამაშის, ხშირად უდროვო დროსაც კი. ძალიან ბევრს ჰყავს შვილი, რომელიც ზუსტად იმ დროს გთხოვთ ყურადღებას, როცა განსაკუთრებით გეჩქარებათ ან გეზარებათ.

გაიხსენეთ რას გრძნობდით ამ დროს. მოსაწყენი დღე და არანაირი გართობა. ამ დროს ან რაღაცის გაფუჭებას ვიწყებდით ან სხვა გასართობს ვეძებდით. ძაღლებიც ზუსტად ესე იქცევიან.

ეცადეთ სულ მცირე დრო დაუთმოთ თქვენს ცუგას, როდესაც ის თქვენთან მოდის და თათით განიშნებთ რომ ყურადღება სჭირდება. ნუ კრავთ ხელს და ნუ იქნებით მოსაწყენი. მოეფერეთ მაინც… ის ამ დროს უზომოდ მადლიერი და ბედნიერი იქნება!

MYDOG.GE გაიგეთ მეტი ძაღლებზე

კომენტარები

grumingi
To Top