ცნობილი ძაღლები

გერმანული ნაგაზი “კვაზი”

გერმანული ნაგაზი “კვაზი”

დიდებული კვაზი – “Quasi The Great” , არის გერმანული ნაგაზი.

ძაღლი, რომელსაც ნორმაზე მოკლე ხერხემალი აქვს.

ამ სინდრომით დაავადებული მხოლოდ 14 ძაღლია ცნობილი მსოფლიოში.

მისტერ კვაზი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის “დეფექტის” გამო თავიდან მოიშორეს და დიდი ხნის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა. საოცარია, როგორ შეძლო გადარჩენა მისი ჯანმრთელობის მქონე ძაღლმა თან სათანადო მოვლის გარეშე.

როგორც არ უნდა იყოს, კვაზი გადარჩა და  ერთ-ერთი თავშესაფრის თანამშრომლებმა შეიკედლეს. მან მალევე იპოვა ოჯახი, სადაც ამჟამად ცხოვრობს ბედნიერად!

 

რეიჩელ მეიროუზი, კვაზის ამჟამინდელი პატრონი, საოცრად კეთილი და მზრუნველი ადამიანია.

ის ამაყობს ასეთი გამორჩეული და მებრძოლი ძაღლის მეგობარი რომ გახდა და შეძლო კვაზისთვის ოჯახისა და სითბოს ჩუქება, რომელიც მას წლების მანძილზე აკლდა…

კვაზის მოვლა არც ისე მარტივია. მაგრამ, როდესაც ძაღლი გიყვარს რას არ გააკეთებ მისთვის.

რეიჩელს სხვა ძაღლებიც ჰყავს, ასე რომ კვაზი დიდ და მხიარულ ოჯახში ცხოვრობს.

 

კვაზის ოფიციალური Facebook გვერდიც კი აქვს. თავიდან გასართობად შექმნილი გვერდი სენსაცია აღმოჩნდა ამერიკელი და არა მხოლოდ ამერიკელი საზოგადოებისთვის.

კვაზის დღიურებს აქტიურად ადევნებს თვალყურს ასი ათასობით ადამიანი 2016 წლიდან.

სხვა რა დაგვრჩენია… ვუსურვოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრება დიდებულ კვაზის, ის მართლაც დიდებულია!

 

MYDOG.GE მეტი სითბო, მეტი სიყვარული!

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top