ცნობილი ძაღლები

“გიდი” ძაღლები უსინათლო ადამიანებისთვის

რეტრივერები და გერმანული ნაგაზი ძაღლის ჯიშებია, რომლებსაც ზრდიან უნისათლო ადამიანების გიდებად.

მათი მოვალეობა უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დახმარებაა.

“გიდი” ძაღლები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, თუ როგორი საოცარი და მზრუნველი არსებები არიან.

ამ ძაღლების მომზადება დაბადებიდან რამოდენიმე დღეში იწყება…

ხანგრძლივი მომზადებისა და ტესტირებების შემდეგ ამაყად მიემგზავრებიან თავიანთ ოჯახებში.

სტატია ეძღვნება “გიდ” ძაღლებს და მათი აღზრდის მეთოდიკას.

“გიდ” ძაღლებს ვერ მოაშენებს ნებისმიერი მსურველი.
მათ სპეციალურ ძაღლსაშენებში ამრავლებენ, სადაც მოწყობილია გარემო ისე, რომ ლეკვის მომზადება მისი თვალების ახელვამდე დაიწყოს.

 

პირველი ეტაპი

პირველი ეტაპი ლეკვის დაბადებიდან იწყება.რამოდენიმე დღის რომ გახდება ლეკვი, მას ყოველ დღე უტარებენ სპეციალურ სავარჯიშოს. იყვანენ ხელში და აჩვევენ ადამიანის შეხებას ისეთ ადგილებზე, როგორიცაა თათები, ყურები, სახე და კუდი. სხვა ძაღლებს შესაძლოა ამ ადგილებზე შეხება არ მოსწონთ, მაგრამ გიდი ძაღლი უნდა იყოს მიჩვეული კონტაქტს, რადგან უსინათლო ადამიანისთვის ძაღლის გაცნობა მარტო შეხებით ხერხდება.

მეორე ეტაპი

როდესაც ლეკვი წამოიზრდება და აქტიურად იწყებს სირბილს და თამაშს, დგება გაწვრთნის შემდეგი ეტაპი. ლეკვებს აჩვევენ ხმაურს, როდესაც სძინავთ ან თამაშობენ ოთახში ურთავენ ტელევიზორს, ან სპეციალურ ხმებს, როგორიცაა ჭექაქუხილი, სასწრაფო მანქანის ხმა, კარზე კაკუნი.. “გიდ” ძაღლს არ უნდა ეშინოდეს მსგავსი ხმების. ამ ძაღლების თათები ყველა ტიპის ზედაპირზე სიარულს უნდა იყვნენ მიჩვეული, რადგან უსინათლო პატრონთან ერთად მოუწევთ ყველგან სიარული: ესკალატორზე, ავტობუსში, ტროტუარზე და ა.შ.

მესამე ეტაპი

3-4 თვიდან “გიდ” ლეკვებს აცნობენ მათთვის უცხო გარემოს, და ზოგადადად უცხო გარემოს ყველა ძაღლისთვის.
გიდ ძაღლებს აქვთ უფლება შევიდნენ ყველა მაღაზიაში, მეტროში, ბანკში. ასე რომ იქ მოქცევის კულტურა უნდა გამოიმუშავონ და მიეჩვიონ ხალხმრავალ ადგილებს. ძალიან მალევე ხდება “გიდი” ძაღლების სპეციალურ ოჯახებში დარიგება, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში და ავარჯიშებენ მათ სხვადასხვა წინაღობებით. მიყავთ ისინი ყველგან სადაც უსინათლო ადამიანს დასჭირდებოდა ძაღლთან ერთად გასვლა.

მეოთხე ეტაპი

მეოთხე და ბოლო ეტაპი “გიდი” ძაღლებისა ყველაზე რთული და გადამწყვეტია. რასაც ამდენი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ, ყველაფრის ჩაბარება მოუწევთ ინსტრუქტორებისათვის. მათ მოუწევთ ინსტრუქტორის გადაყვანა შუქნიშანზე, მისი გაძღოლა მაღაზიებსა და მეტროში, კიბეებზე აყვანა და ა.შ. თუ ძაღლმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა, ამაყად გაემგზავრება თავის ოჯახში, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ და როგორც იქნა გაიცნობს თავის უახლოეს მეგობარსა და მეგზურს!

MYDOG.GE თქვენ და თქვენს ოთხფეხა მეგობარს გისურვებთ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას!

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top