ძაღლების გრუმინგი

ძაღლების სალონი “მხიარული თათები”

გამარჯობა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალი გრუმერის მომსახურებას თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ კლიენტის მოთხოვნები და შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი თქვენს ოთხფეხა მეგობრებს!

  • გამოცდილება და პასუხისმგებლობა,
  • თანამედროვე ვარცხნილობები.
  • ჩვენ არ ვაძინებთ ძაღლებს!
  • უამრავი სიურპრიზი მომხმარებლებს.
  • გიქმნით მაქსიმალურ კომფორტს.
  • ვაკეთებთ საქმეს სიყვარულით  

რას გთავაზობთ ?

ჰიგიენური გრუმინგი

თქვენი ძაღლის დაბანა, ყურების გასუფთავება, ფრჩხილების დაჭრა და სხვა სახის ჰიგიენური გრუმინგის მომსახურება.

დავარცხნა & ტრიმინგი

ძაღლების დავარცხნა, ტრიმინგი და ყველა სახის ბეწვის მოვლა. გარკვეული ჯიშებისათვის ეს სილამაზისთვისაა, ზოგისთვის კი აუცილებლობა!

ვარცხნილობა & შეღებვა

გთავაზობთ ვარცხნილობების მრავალფეროვან არჩევანს. ყურების, კუდის და სხვა ადგილების სპეციალური – ძაღლებისათვის უვნებელი საღებავით შეღებვას.

ვინ ვართ ჩვენ ?

პირველ რიგში თქვენსავით – ძაღლების პატრონები და მეგობრები ვართ. გვიყვარს ჩვენი საქმე და ვცდილობთ თითოეულ ჩვენს კლიენტთან არა მარტო საქმიანი, არამედ მეგობრული ურთიერთობა ჩამოვიყალიბოთ, რადგან შეუძლებელია აკეთო ასეთი საქმე მხოლოდ მატერიალური სარგებლისათვის.

ჩვენი გრუმერი – ანი, პროფესიით ვეტერინარია, უმუშავია როგორც საქართველოში, ასევე დამთავრებული აქვს პროფესიული გრუმერის კურსები ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, აქვს მუშაობის გამოცდილება უამრავ ძაღლთან და გპირდებით – საქმეს მაქსიმალური მონდომებითა და სიყვარულით ასრულებს!

ჩვენი მიზანია შევქმნათ თქვენი და თქვენი ოთხფეხა მეგობრისათვის მაქსიმალურად კომფორტული და მეგობრული გარემო, ვცდილობთ არ დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთი ვიზიტის შემდეგ, ამისათვის უამრავ სიურპრიზს გპირდებით! ასევე შევეცდებით დაგეხმაროთ ნებისმიერი ვეტერინარიული თუ კინოლოგიური პრობლემის მოგვარებაში და კომპეტენტური ადამიანების რჩევით გავხადოთ თქვენი ძაღლების ცხოვრება უპრობლემო და ბედნიერი!

ფასების ცხრილი

გრძელი ბეწვით10 კგ.-მდე10-20 კგ.20-30 კგ.30 კგ. და მეტი
დაბანა15 ₾25 ₾35 ₾45 ₾
გადაპარსვა15 ₾25 ₾35 ₾X
გრუმინგი/დავარცხნა10 ₾15 ₾25 ₾35 ₾
ტრიმინგი30 ₾40 ₾XX
ჰიგიენური გრუმინგი10 ₾20 ₾20 ₾25 ₾
მოკლე ბეწვით10 კგ.-მდე10-20 კგ.20-30 კგ.30 კგ. და მეტი
დაბანა10 ₾20 ₾30 ₾40 ₾
გრუმინგი / დავარცხნა5 ₾15 ₾20 ₾25 ₾
ჰიგიენური გრუმინგი5 ₾5 ₾10 ₾10 ₾
ვარცხნილობებისაზაფხულოსტანდარტულისხვა
იორკშირ ტერიერი35 ₾40 ₾50-80 ₾
პუდელი30 ₾40 ₾45-60 ₾
კოკერ სპანიელი30 ₾25 ₾40-50 ₾
ში-ტცუ40 ₾35 ₾50-70 ₾
პეკინესი30 ₾25 ₾30-45 ₾
მალტეზე45 ₾35 ₾50-65 ₾
პომერანიული შპიცი40 ₾35 ₾50-80 ₾
ბიშონი35 ₾45 ₾50-90 ₾
სხვა ჯიშები35-90 ₾

ფასები არ არის ფიქსირებული და შესაძლოა შეიცვალოს სამუშაოს სიმარტივის ან სირთულის მიხედვით.

ჩვენი ნამუშევრები

ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს და გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ. თავად შეაფასეთ ჩვენი ნამუშევრები და წაიკითხეთ რას ფიქრობს მომხმარებელი ჩვენზე.

ჩვენი მისამართია: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა #215

ტელეფონი: 579 20 20 06

ელ-ფოსტა: info@mydog.ge

Facebook: @mydog.ge

To Top