ძაღლის ჯიშები

იორკშირ ტერიერის ისტორია

ზოგადი ცნობები

იორკშირ ტერიერი არის პატარა ჯიშის ძაღლი, ტერიერის ტიპის. გამოყვანილია მე-19 საუკუნეში იორკშირში, ინგლისი. იორკებს ვირთხების დასაჭერად იყენებდნენ დიდ სამკერვალოებში. ამ ჯიშისთვის სახასიათოა მათი წონა, მაქსიმუმ 3.2 კგ, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი 6.8 კგ-მდეც გაიზარდოს.

იორკშირ ტერიერი ( იორკი )

ტოი ტერიერის განყოფილებაშია განაწილებული, ტერიერების ჯგუფიდან,  Fédération Cynologique Internationale -ის მიერ (საერთაშორისო კინილოგიური ფედერაცია).

სხვა კინოლოგიური კლუბების, მათ შორის ამერიკის კინოლოგიური კლუბის მიერ, კი ტოის ჯგუფში ან კომპანიონი ძაღლების ჯგუფში.

ძალზედ პოპულარული კომპანიონი ძაღლია, იორკშირ ტერიერი სხვა ჯიშის, ავსტრალიური სილკი ტერიერის, გამოყვანის მონაწილეც გახლავთ.

აქვს ვერცხლისფერი, შავი და ჩალისფერი შეფერილობა, ოფიციალურად კი ცისფერ თრთვილას უწოდებენ მის ფერს. ჯიშის ზედმეტ სახელია იორკი / Yorkie.

 

იორკის ვარცხნილობები (ლინკი)

 

წარმოშობის ისტორია

იორკშირ ტერიერი, წარმოშობით იორკშირიდანაა, ქვეყანა ჩრდილოეთ ინგლისში.

მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში, მომუშავე ადამიანები შოტლანდიიდან ჩავიდნენ იორკშირში სამსახურის საპოვნელად და თან ჰყავდათ რამოდენიმე პატარა ტერიერის ჯიშის ძაღლი.

იორკშირ ტერიერის იმ სახით გამოყვანას, როგორითაც მას დღეს ვხედავთ უნდა ვუმადლოდეთ ადამიანებს ვინც მუშაობდნენ ბამბისა და მატყლის საწარმოებში, ლანკასტერსა და იორკშირში. დეტალური ცნობები ხელმისაწვდომი არაა. ფოსტერის სიტყვებით 1886 წელი, „ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ქსოვილის საწარმოებში მომუშავე ადამიანები, რომლებმაც თავისდაუნებლიედ გამოიყვანეს ეს ჯიში, უყურადღებო ხალხია მაშინ ადვილი ასახსნელია თუ რატომ არ მოგვეპოვება ზუსტი ცნობები, თუ როგორ მოახერხეს ამ ჯიშის გამოყვანა…“

ჯიში მიიღეს სამი ძაღლის მონაწილეობით, ხვადი სახელად „ძველი კრაბი“, ძუ სახელად „კიტი“ და მესამე ძუ რომლის სახელიც უცნობია.

ამათ გარდა შესაძლოა იორკის სისხლში ერიოს პეისლი ტერიერი, რომელიც სკაი ტერიერის შემცირებული ვერსიაა და გრძელი აბრეშუმივით თმა აქვს და ასევე მალტეზე…

თითოეული ეს ჯიში შოტლანდიური ტერიერებისგან მომდინარეობს. სახელი იორკშირ ტერიერი დაერქვა იმიტომ რომ ამ შოტლანდიური ჯიშების აღრევა სწორედ იქ მოხდა.

ჯიშის გამოყვანიდან ადრეულ პერიოდში, ყველა ძაღლი, რომელსაც გრძელი სწორი ბეწვი, მოლურჯო ფერი, აცქვეტილი ყურები და კუდი ჰქონდა იორკშირ ტერიერად მოიაზრებოდა.

მაგრამ 1860 წელს პოპულარული პეისლის ტიპის იორკშირ ტერიერი სახელად „ჰადერსფილდ ბენი“ და მისი პატრონი ენ ფოსტერი, გამოვიდნენ დოგ შოუზე (ძაღლების გამოფენა), მთელი ბრიტანეთის მასშტაბით და ეს ძაღლი გახდა ერთგვარი შაბლონი, იდეალური იორკშირ ტერიერი, მან დააწესა სტანდარტები, რომლითაც დღემდე სარგებლობენ გამოფენებზე.

კომენტარები

grumingi
To Top