Categories
დაავადებები ჯანმრთელობა

კორონავირუსი ძაღლებში: საშიშია თუ არა COVID-19 ძაღლისთვის

2020 წლის მარტში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 ტიპის კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

ვირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს პანიკა, ადამიანები კი ნერვიულობენ როგორც საკუთარ, ასევე მათი ძაღლების, კატების და სხვა შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე.

შესაძლოა ძაღლი კორონავირუსით დაინფიცირდეს?

ძაღლები შესაძლოა დაინფიცირდნენ სხვადასხვა ტიპის კორონავირუსით, თუმცა ამჟამად გავრცელებულ COVID-19-ზე მიჩნეულია, რომ ძაღლების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხშირად დასმული კითხვების გვერდზე ვკითხულობთ,

“ამ დროისთვის არსებობს ძაღლის COVID-19-ით დაინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა ჰონგ-კონგში, თუმცა არ გაგვაჩნია არცერთი შემთხვევა როდესაც ძაღლი, კატა ან სხვა ნებისმიერი შინაური ცხოველი ვირუსის გავრცელების წყარო გამხდარიყოს. COVID-19-ის გავრცელება ძირითადად ხდება დაინფიცირებული ადამიანის დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს წარმოქმნილი ნერწყვის წვეთებით. თავის დასაცავად, დაიბანეთ ხელები ხშირად და საფუძვლიანად.”

შესაძლოა ძაღლი COVID-19-ის გავრცელების წყაროდ იქცეს?

ლი ლანჟუანი, ეპიდემიოლოგი და ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის წარმომადგენელი აფრთხილებს შინაური ცხოველების პატრონებს, რომ ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ და მათი ცხოველების ჯანმრთელობას,

“თუ შინაური ცხოველი გავა გარეთ და ექნება კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან, არსებობს მათი დაინფიცირების შანსი. თუ ასე მოხდა, ცხოველი აუცილებელია მოექცეს იზოლაციაში.”

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, სასურველია ჩინეთში მყოფმა ადამიანებმა თავი აარიდონ ცხოველებთან კონტაქტს, რადგან ვირუსი სწორედ ცხოველური წყაროსგან წარმოიქმნა.

ამ ეტაპზე გვაქვს ადამიანებს შორის გადაცემის სტადია, რაც მსოფლიოს სხვა წერტილებში არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ შინაური ცხოველები გახდნენ ვირუსის გავრცელების წყარო.

ჰონგ-კონგში არსებობს ორი შემთხვევა, როდესაც ძაღლის პატრონების COVID-19-ზე ტესტის პასუხები დადებითი აღმოჩნდა. თუმცა ადგილობრივი მთავრობის მტკიცებით, ამ ეტაპზე არ არსებობს შინაური ცხოველების ცუდად გახდომის, ან მათ მიერ ვირუსის გავრცელების ფაქტი.

ჩემი ძაღლის მოფერება უსაფრთხოა?

ძაღლის სიამოვნებით დაპილასოსება
ძაღლის სიამოვნებით დაპილასოსება

ამერიკის ვეტერინარიული მედიცინის ასოციაციის თანახმად, ძაღლის ბეწვზე მოფერება დაბალი რისკის შემცველია.

ორგანიზაციის მთავარი ვეტერინარ-ოფიცერი გეილ გოლაბის თქმით:

“ჩვენ არ გვაქვს ძაღლების ან კატების მოფერების შედეგად ადამიანების COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები.”

ამის მეცნიერული ახსნა არსებობს: ვირუსი შედარებით უკეთესად გლუვ ზედაპირზე ძლებს, როგორიცაა მაგიდის ზედაპირი და კარის სახელური, პოროვან ზედაპირზე კი, როგორიცაა ძაღლის ბეწვი, ხდება პათოგენების შთანთქმა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეხების შედეგად დაინფიცირების რისკს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ძაღლების ან კატებისგან ვირუსის ადამიანზე გადაცემის არცერთი ფაქტი, მეცნიერები გვირჩევენ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და მოვარიდოთ ბავშვები უცხო ცხოველებთან კონტაქტს, განსაკუთრებით კი თამაშის დროს თითების მათ პირში ჩადებას.

ზრდასრულებმა კი აუცილებელია ჩვევად შემოიღონ, ყოველი კონტაქტის შემდეგ დაიბანონ ხელები, როგორც ეს ჰიგიენის ნორმებითაა გათვალისწინებული.

შეიძლება თუ არა ძაღლის გასეირნება პანდემიის დროს?

ძაღლის სეირნობა ვირუსის დროს

ფიზიკური ვარჯიში როგორც ძაღლებისთვის, ასევე მათი პატრონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გარეთ გასვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი საცხოვრებელი ქალაქის რეგულაციები.

თუ ქალაქში უსაფრთხოა გადაადგილება, ძაღლების პატრონებს შეუძლიათ გააგრძელოთ სეირნობა და ვარჯიში.

თუმცა აუცილებლად გამოიჩინეთ დამატებითი სიფრთხილე ვიდრე სხვა დროს, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და იქონიეთ მინიმალური კონტაქტი ადამიანებთან.

სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. სეირნობის დროს მიზანშეწონილია თან იქონიოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება.

დაიცავით სოციალური დისტანცია და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

თუ თქვენ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, შეეცადეთ ძაღლი გაასეირნოთ დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით, ნაკლებად გადატვირთულ ადგილებში.

გაუზიარეთ სტატია სხვებს

კომენტარები