სხვადასხვა

მიკრობებით შექმნილი ხელოვნება

მიკრობი – მიკროსკოპული ორგანიზმია. მიკროორგანიზმები არსებობენ ნიადაგში, წყალში, ჰაერში, ცოცხალ ორგანიზმებზე და მათ შინაგან ორგანოებში. მიკროორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერებაა მიკრობიოლოგია.

ერთი სიტყვით ჩვენი სამყარო ძალიან ბევრი მიკრობითაა სავსე. მიკრობები არიან ბაქტერიები, ვირუსები და ა.შ.

ლაბორატორიაში იმისათვის რომ დააგინონ რომელ მიკრობთან აქვთ საქმე, ზრდიან მათ სპეციალურ საკვებ არეზე.

აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებს ასწავლიან ამ ყველაფერს, მაგრამ უამრავ სტუდენტს შორის ერთმა გოგონამ გადაწყვიტა მიკრობიოლოგია ხელოვნებად ექცია და მიკრობებით ხატვა დაიწყო.


ანი ციციშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია.

პირველი კურსზე მიკრობიოლოგიამ ძლიერ დააინტერესა და გადაწყვიტა უფრო მეტი რამ ესწავლა მიკრობების შესახებ.

” საკვების მიკრობიოლოგიის ლექციებზე დავიწყე სიარული ბატონ გიორგი მელაშვილთან , როცა ლაბორატორიაზე გათესილი მიკრობები ვნახე გამიჩნდა ხატვის იდეა…” – ამბობს ანი

მან დაიწყო ჰაერის ანალიზები და მიკრობების შეგროვება.  ის ჭრელ მიკრობებს ცალკე თესავდა სუფთა კულტურებად. მისი ხატვის ნიჭი და ცოდნა ძალიან გამოადგა იდეის განსახორციელებლად, მაგრამ როგორც ანიმ განაცხადა:

 

”  გიორგი მელაშვილის გარეშე ვერც მოვახერხებდი ამდენს, რადგან ყველანაირ საშუალებას და ცოდნას მაწვდიდა რაც მჭირდებოდა”

ვუსურვებთ ამ ნიჭიერ გოგონას წარმატებებს. ანი ციციშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და უკვე შეძლო მიკრობიოლოგიისა და ხელოვნების გაერთიანება!

გთავაზობთ ანის საოცარ ნამუშევრებს…

 

      

       

        

         

        

        

 

MYDOG.GE  მრავალფეროვნება ალამაზებს ცხოვრებას!

 

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top