სახალისო

პატარა ჯიშის ძაღლები

პატარა ჯიშის ძაღლები, რამოდენიმე წელია რაც, ქართველი ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ქუჩაში უამრავ გამოპრანჭულ იორკშირ ტერიერს იხილავთ, ასევე პოპულარობით სარგებლობენ პომერანიული შპიცები –  “ბოო”.

ამ ჯიშის წარმომადგენლები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ვარცხნილობებით დასეირნობენ და მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევენ ჩვენში.

იორკშირი კიკინით ან პომერანიული დათუნიასავით შეკრეჭილი, რომ მობაჯბაჯებს… რა შეიძლება იყოს ამაზე საყვარელი და სასაცილო!

ბევრს გაგიგიათ თოი პუდელისა და მინიატურული ტაქსების შესახებ. ამ ოთხი ჯიშის გარდა კიდევ უამრავი პატარა ზომის ძაღლია გამოყვანილი.

მათ ოთახის ძაღლებსაც უწოდებენ, რადგან ადვილად ეჩვევიან საფენზე მოსაქმებას და ზოგიერთ მაგანს სრულებითაც არ მოსწონს წვიმაში თათების დასველება!

დიახაც…

სანამ უშუალოდ ჯიშებზე გადავალთ. ამ ლინკზე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი გრუმინგის განყოფილებას და მიიღოთ ინფორმაცია ჩვენი სალონის შესახებ.

გთავაზობთ პატარა ჯიშის ძაღლების სიას, ზოგიერთი მათგანი ძალიან ცნობილია, ზოგიერთი ნაკლებად.

პატარა ჯიშის ძაღლები

 

პომერანიული შპიცი

პატარა ჯიშის ძაღლები დავიწყოთ პომერანიული შპიცით – ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჯიშის ძაღლი. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც დრო არ აქვს ხშირად ასეირნოს ძაღლი ეზოში. პატა ჯიშის ძაღლებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და პრეტენზიულია.

საჭიროებს დავარცხნას, ყოველ დღე. უნდა მოუფრთხილდეთ მის კბილებს. უყიდეთ ბევრი საღრღნავი სათამაში.

ცნობილი ძაღლი “ბოო” პომერანიული შპიცია და შესაბამისი ვარცხნილობის დამსახურებით ემსგავსება დათუნიას.

 ჩიხუახუა

სიმართლე რომ ვთქვათ, ჩიხუახუა არაა ჯიში ყველა ადამიანისათვის. ყველაზე პატარა ჯიშის ძაღლია. ჩიხუახუას ლეკვი ჩაის ჭიქაშიც კი ეტევა.

 ეს ძაღლი თავს ყველაზე კომფორტულად ჩანთაში ან თქვენს კალთაში გრძნობს. ჩიხუახუა ხშირად აგრესიულია, რადგან უზომოდ ერთგულია და პატრონი უყვარდება ძალიან. სულ მასთან უნდა ყოფნა და იცავს მას.

ყველაზე ეგოისტი და ეჭვიანიცაა… პატარასთან ერთად!

 თოი პუდელი

არსებობს მალი, ჯუჯა და თოი პუდელი. ამ სამს შორის ყველაზე პატარა ჯიშის ძაღლთა სიაში თოი პუდელი იკავებს ღირსეულად თავის ადგილს!

ფრანგული სტილი და ეშხი უდაოდ ეტყობა პუდელს. ვარცნილობების მრავალფეროვანი არჩევანი გარანტირებულია, რადგან იდეალური ბეწვის ხარისხი აქვთ. თმა თითქმის არ ცვივათ.

ასე რომ, პუდელი თუ გხიბლავთ მაგრამ ზომით გინდათ რომ პატარა იყოს და ხშირად არ გიწევდეთ მისი გასეირნება, თოი პუდელი კარგი არჩევანია!

პაპიონი

პაპიონი – პატარა ჯიშის ძაღლები, არც ისე პოპულარულები არიან საქართველოში.

იორკშირ ტერიერზე ზომით დიდია, მაგრამ თმა თითქმის არ ცვივა. ხშირად მოგიწევთ მისი ვარცხნა, მაგრამ ძალიან ლამაზი და მხიარული ძაღლია.

აღსანიშნავია, რომ პატარა ჯიშის ძაღლებს შორის, პაპიონი ჭკვიანი ძაღლების ათეულში ხვდება. პატარა და საზრიანი!

იორკშირ ტერიერი

შეუძლებელია იორკშირ ტერიერი ამ სიაში არ მოხვედრილიყო.

ყველაზე რთულად შესაკრეჭი ძაღლების სიაშიც დაიკავებდა ადგილს. ადამიანის ხარისხის თმა აქვთ. საჭიროა მათი ვარცხნა ყოველ დღე.

იორკების ვარცხნილობების ნაირსახეობა ნამდვილად გაგაოცებთ. მარტო საზაფულო ვარცხნილობა 10-15 ტიპის არსებობს. მათ იმდენად საოცარი თმა აქვთ, რომ ახალი ვარიაციების მოფიქრების საშუალებასაც კი გაძლევთ.

მატრაკვეცა და ციცქნა ძაღლია იორკი!

იაპონური ხინი

პატარა ზომის ძაღლია. ყველაზე გასაოცარი თვისება რაც მარტო ხინს აქვს არის ცეკვა.

იაპონური ხინი ცეკვავს, როდესაც რაღაც უხარია. ვინაიდან ეს ჯიში ზოგადად ძალიან მხიარულია, ხინები ცეკვავენ სულ!

თუმცა ყველა იაპონელი ხინი როდი ცეკვავს… მხოლოდ ჭეშმარიტი ხინი ასრულებს “მხიარულ ცეკვას” გართობა და ბევრი სიცილი თუ გინდათ, ეს ჯიში თქვენთვისაა!

ჩინური ქოჩორა

არსებობს უბეწვო კატა სფინქსი… ვინც არ იცოდით უბეწვო ძაღლიც არსებობს და მას ჩინური ქოჩორა ეწოდება! თმა მხოლოდ თავზე, ყურებზე, კისერზე, თათებსა და კუდზე ეზრდებათ. ბეწვი არ სცვივათ. მცივანები არიან დ აუყვართ სითბო.

ჩინური ქოჩორა ყველაზე პატარა ჯიშის ძარლების სიაშიცაა. ზომით თითქმის ჩიხუახუას ხელაა. ქოჩორა ყველაზე სასაცილო და განსხვავებული ძაღლია.

მინიატურული პინჩერი

დობერმანი რომ დააპატარავო იორკშირ ტერიერის ზომამდე მივიღებთ მინიატურულ პინჩერს, იგივე ცვერგ პინჩერს.

ბევრს ერევა ტოი ტერიერი და პინჩერი, მაგრამ კარგად რომ დააკვირდეთ სრულიად განსხვავებული ძაღლებია.

ვერ ვიტყოდი რომ თბილი და მოსიყვარულე ცუგაა პინჩერი. მან პატრონის ამორჩევა იცის და მხოლოდ მას ემორჩილება. საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ, მაგრამ ვიზუალურად მართლაც ძალიან ლამაზები არიან.

კინგ ჩარლზ სპანიელი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოცნება რელობად იქცევა.

სპანიელების სევდიანი თვალები ბევრ ადამიანს ჩაწცვდება სულში. შეუძლებელია შეხედო და არ შეგიყვარეს ეს თბილი და ულამაზესი  ძაღლი, მაგრამ ბევრს უნდა სპანიელი მაგრამ ზომის გამო იკავებენ თავს. კინგ ჩარლზ სპანიელი ამერიკული კოკერ-სპანიელის მინიატურული ვერსიაა.

თუ გინდათ ოთახის ძაღლი, რომელიც ვიზუალურად ამერიკულ კოკერს ჰგავს, ჩარლზი ნამდვილად კარგი არჩევანია!

პაგი

მოპსი იგივე პაგი, ბულდოგის იერის მქონე მინიატურული ძაღლია. პატარა ძაღლებს შორის ვიზუალურად გამოირჩევა. რადგან პატარაა, მსუქანა და მრგვალი.

პაგი ფილმში, “Man In Black” – შეგიძლიათ იხილოთ.

ამ ფილმში უცხოპლანეტელი პაგი ლაპარაკობს. ფილმის ყურების შემდეგ გეგონებათ, რომ ყველა პაგი ლაპარაკობს!

ნამდვილად საყვარელი და მხიარული ცუგაა!

ბოსტონ ტერიერი

ფრანგული ბულდოგი რომ დააპატარავაო მივიღებთ ბოსტონ ტერიერს.

ფრანგული ბულდოგის ლეკვი ყველას მოსწონს. შეუძლებელია ეს მრგვალი არსება, უშველებელი თვალებით და კუდღელივით გრძელი, აცქვეტილი ყურებით არ მოგეწონოს! თუ ნატრობდით ფრანგული ბულდოგი სამუდამოდ ლეკვად რჩებოდესო, ბოსტონ ტერიერი თქვენი ძაღლია!

თან ოთახის ძაღლია  და სულაც არ საჭიროებს დღეში საათობით სიარულსა და ვარჯიშს.

მინიატურული პეკინესი

პატარა ოთხკუთხედი ბეწვის გორგალი თუ გინახავთ, ან ქუჩაში მოგიკრავთ მსგავსი მოძრავი ობიექტისთვის თვალი, უდაოდ პეკინესი იქნებოდა.

ყველაზე სასაცილო ძარლია. მიჭყლეტილი სახით, უშველებელი თვალებით და დაგვაჯული ფეხებით.

როგორც წესი აგრესიულები არ არიან, მაგრამ ბუზღუნი ძალიან უყვართ, პეკინესი თუ მოგწონთ მინიატურული პაკინესი უდაოდ შეგაყვარებთ თავს.

 

 

MYDOG.GE გავიგოთ მეტი ძაღლებზე!

 

კომენტარები

grumingi
To Top