ძაღლის ჯიშები

პატარა ზომის ძაღლები ბავშვებისათვის

25 patara dzagli bavshvebistvis

ძაღლები უკვე დიდი ხანია ადამიანის ერთგული კომპანიონები არიან. მათი ჯიშობრივი დაყოფა და სელექცია დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო და დღემდე მრავალი ადამიანია ამ საქმიანობით დაკავებული. ზოგი ჯიში გამოიყენება თავდაცვის მიზნით ან სანადიროდ. ყველამ იცის, რომ დიდი ზომის ძაღლი, როგორიცაა ლაბრადორი იდეალური ჯიშია ბავშვებისთვის. თუმცა არსებობენ პატარა ზომის ძაღლებიც, რომლებიც გადასარევად შეეწყობიან ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

ყველა ძაღლს უყვარს ბავშვიო ამბობენ, რაც ცოტათი მცდარი მოსაზრებაა. ზოგიერთი პატარა ჯიშის ძაღლი განსაკუთრებით ტემპერამენტიანი ან ზემდეგტად ეგოცენტრიკია. ბავშევები ძაღლებს ხშირად წიწკნიან და ქაჩავენ ბეწვს, ყურს, ფეხს. ეს კი, ზემოთ ხსენებულ ეგოცენტრიკ ცუგებს არ მოეწონებათ და შესაძლოა ბავშვის მიმართ აგრესიაც კი გამოავლინონ.

თუ გყავთ ბავშვი და გსურთ პატარა ასაკიდანვე აჩუქოთ პატარა ზომის ძაღლი, მაშინ ეს სია გამოგადგებათ

პაგი • Pug

მოპსი იგივე პაგი, პატარა ზომის მოსიყვარულე ძაღლია. ბავშვების ენერგიულობა მათ ვერ დაღლის. თამაში, მოფერება და გემრიელი სადილი საკმარისია რომ მოპსიკას გული მოიგოთ. ბინაში პაგი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ბეწვი თუ გაღიზიანებთ მაშინ სხვა ჯიში უნდა მოძებნოთ. თუ მზად ხართ ხშირად ვარცხნოთ და სხვადასხვა გრუმინგ საშუალებებით მოუაროთ მის ბეწვს, მაშინ პაგი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შესანიშნავი მეგობარი იქნება.

იორკშირ ტერიერი • Yorkshire Terrier

ბეწვი არ ცვივა, პატარა ზომისაა, კოხტრა ცხვირ-პირი და ულამაზესი ვიზუალი აქვს. იორკშირ ტერიერის უპრეცენდენტო პოპულარიზაცია საქართველოში, ზემოთ ხსენებულმა მიზეზებმა გამოიწვია. თუმცა მცირეწლოვან ბავშვებთან დიდად ვერ მეგობრობენ. იორკებს მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ უყვართ ზედმეტი უხეში შეხება. ფაქიზ ფსიქიკას მოფრთხილება სჭირდება, ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ 4-5 წლის ბავშვს იორკშირ ტერიერს მიუყვანთ სახლში.

ბიგლი • Beagle

ბიგლი იორკშირ ტერიერზე დიდი ზომის ძაღლია. ძლიერი ყნოსვა და მჭექარე ხმა აქვთ. ბიგლების ფუნქცია იყო მონადირეების დახმარება და ტყიდან ნადირის გამოდევნა.  ქალაქელ ბიგლებსაც აქვთ შემორჩენილი ჯიშის სახასიათო ქცევა. ბიგლს შეუძლია ეზოში რაღაც სუნი ამოირჩიოს და საათობით გაყვეს კვალს სანამ არ იპოვის რასაც ეძებს. ხასიათის ამ დეტალის გამო ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არ დაგეკარგოთ სეირნობისას. ბავშვებისთვის შესაფერისი ჯიშია. ენერგიული, ძალიან მოსიყვარულე და მხიარული ძაღლია ბიგლი.

ბოსტონ ტერიერი • Boston Terrier

1893 წელს “ამერიკელი ჯენტლმენის” სახელით ცნობილი ძაღლი, ბოსტონ ტერიერი ოფიციალურ ჯიშად აღიარეს აშშ-ში. ვიზუალურად ფრანგულ ბულდოგს წააგავს, თუმცა ხასიათით ოდნავადაც არა. ბოსტონ ტერიერი უზომოდ თბილი ძაღლია. ძალიან მარტივად იწვრთნება, პატარა ზომისაა და სჭირდება მინიმალური გრუმინგი. ბევრს არ რჩება ძაღლის მოსავლელად დრო, როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება. ბოსტონ ტერიერი კი მარტივი მოსავლელია და ოჯახის ახალ წევრს მთელი გულით შეიყვარებს.

კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელი • Cavalier King Charles Spaniel

სპანიელების მოყვარულთათვის იდეალური ვარიანტია. ამერიკულ და ინგლისურ სპანიელზე გაცილებით პატარა ზომისაა. ფაქიზი ხასიათი აქვთ, არ უყვართ ხმაური და უხეშად თამაში. ამის გამო კავალიერი უფრო მოზარდი ბავშვების შესაფერისი ჯიშია.

კორგი • Pembroke Welsh Corgi

საოცარია, რომ ამ მოკლეფეხება და ბაჯბაჯა ძაღლებს უელსელი ძროხების სამწყემსად იყენებდნენ. ჯიშის ფუნქციის მიუხედავად მწყემსების გარდა, ინგლისის დედოფლისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიყვარული დაიმსახურა კორგიმ. კორგის სიარულის მანერაზე უამრავ სახალისო ვიდეოს ნახავთ ინტერნეტ სივრცეში. ბუნებრივია უელსური კორგი ჩვენს სიაშიც აღმოჩნდა. ბავშვებისთვის შესანისნავი კომპანიონები არიან. ჭკვიანი, სასაცილო და ყველასგან გამორჩეული კორგი, მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს აღძრავს ყველა ადამიანში.

პუდელი • Poodle

პუდელები მრავალი ზომისა და ფერისანი არიან. თოი პუდელი არის პუდელთა შორის ყველაზე პატარა, ხუჭუჭა არსება, რომელიც გაგილამაზებთ ცხოვრებას. მიუხედავას წონისა, სახეობაში ყველაზე ჭკვიანები და წყნარები არიან. ძალიან მარტივად იწვრთნება. პუდელი ერთგულ და ხანგრზლივ მეგობრობას გაუწევს ბავსვს, მაგრამ გასათვალისწინებელია ტოი პუდელის ზომა. ის ზემდეტად პატარაა და ამიტომ მარტივად შეიძლება რამე იტკინოს. სასურველია მოზარდ ბავშვებს მიუყვანოთ თოი პუდელი.

ბიშონ ფრიზე • Bichon Frise

ხშირად ერევათ ბიშონი და პუდელი ერთმანეთში. ორივე ჯიში ხუჭუჭა ბეწვით გამოირჩევა, თუმცა ბიშონი მხოლოდ თეთრი ფერის შეიძლება, რომ იყოს. კომპანიონი ძაღლების კატეგორიაშია ბიშონ ფრიზე. ძალიან კარგი ჯიშია ნებსმიერი ასაკის ბავშვებისათვის. ისინი უზომოდ მშვიდი, თბილი და კეთილი ძაღლები არიან. იშვიათად თუ ნახავთ აგრესიულ ან ცუდი ტემპერამენტის მქონე ბიშონს.

მალტიური ბალონკა • Maltese

მალტეზე უძველესი ჯიშია. ძალიან ჯანმრთელები არიან, არ არიან გენეტიკური დაავადებების მიმართ მიდრეკილები. ამას გარდა უტკბილესი ხასიათი აქვთ და იდეალურად ეწყობიან ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ჰიპოალერგიული ბეწვი აქვთ, რომელიც არ სცვივა. მალტიურ ბალონკას აქვს გრძელი თმა, რეგულარულად თუ არ დაივარცხნა ძალიან მალე ეხვევა. თეთრი ფერის შესანარჩუნებლად სისტემატიური ბანაობაც საჭიროა. ასე რომ, თუ გაქვთ დრო რომ ამ უსაყვარლესი ცუგრიკას ჰიგიენაზე იზრუნოთ ან საშუალება რომ ძაღლების სალონის ხშირი სტუმარი გახდეთ, მალტეზე საუკეთესო არჩევანია.

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top