ძაღლის ჯიშები

პეკინესი

პეკინესი  შეუძლებელია ამ ბუთქუნა ბეწვის გორგალს გვერდით ჩაუარო და არ გაგეღიმოს. პაწაწუნა ცხვირი, უშველებელი მრგვალი თვალები და დაგვაჯული ფეხები. ეს ძაღლი საოცარი ვინმეა!

გავიგოთ მეტი პენისესის შესახებ.

პეკინესი უკვე 20 საუკუნეა რაც გამოიყვანეს ჩინეთში.

საინტერესოა, რომ ანტიკური ეპოქიდან, დღევანდელ დღემდე პეკინესს ვიზუალურად ცვლილება თითქმის არ განუცდია.

ის ზუსტად ისეტი სახით გვევლინება, როგორც ჩინელ იმპერატორებს უმშვენებდა გვერდს ერთ დროს.

საუკუნეების განმავლობაში, ამ პატარა ძარლებს მხოლოდ ჩინეთის იმპერატორის სასახლეში ჰქონდათ დადებული ბინა და დიდგვაროვნების საყვარელი კალთის ძაღლები იყვნენ.

პეკინესის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა.

ძაღლის ამ ჯიშის სახელი ჩინეთის დედაქალაქს – პეკინს უკავშირდება.

სანამ ჯიშის მიმოხილვარ დავიწყებთ, თუ ხართ ამ ჯიშის მეგობარი, გაეცანით ჩვენი გრუმინგის გვერდს. ჩვენი სალონი თქვენი ძაღლის სილამაზეზე იზრუნებს!

 

ძაღლის ჯიში:                                   პეკინესი                                              

წარმომავლობა:                                ჩინეთი

ფერი:                                            ოქროსფერი, წითური, შავ-ყავისფერი, კრემისფერი, რუხი, შავი, თეთრი

ბეწვის ტიპი:                                    ორმაგი, გრძელი, უხეში, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                        15 – 23 სმ

წონა:                                             3,2 კგ – 6,4 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:                  12 – 15 წელი

ლეგენდა პეკინესის შესახებ:

პირველი ამბავი ლომსა და მაიმუნზე:

ლომსა და მაიმუნს ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ლომი ძალიან დიდი იყო, ამიტომ იგი წავიდა ბუდასთან და თავის გასაჭირზე შესჩივლა. ბუდამ ნება დართო ლომს, დაპატარავებულიყო მაიმუნის ზომამდე და შედეგად გაჩნდა პეკინესი. ლეგენდის თანახმად, პეკინესმა თავისი დიდებულება და ბეწვი ლომისაგან, ხოლო მოუქნელი სიარული მაიმუნისაგან მიიღო.

მეორე ისტორია ლომსა და პეპელაზეა:

ლომს შეუყვარდა პეპელა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ სხვაობა თავიანთ ზომებს შორის ძალიან დიდი იყო, ამიტომ ორივენი წავიდნენ ბუდას სანახავად, რომელმაც ამ ორი არსების ზომები შეუსაბამა ერთმანეთს და გაასაშუალოა. აქედან გაჩნდა პეკინესი.

ხასიათის თავისებურებები:

პეკინესი გულადი, გაბედული და ერთგული, მაგრამ ჯიუტი და თავნება ძაღლია. იგი შესანიშნავი კომპანიონია უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, თუმცა შეუფერებელია ისეთი სახლისათვის, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ.

ძაღლის ეს ჯიში შესაძლოა აგრესიული იყოს სხვა ცხოველებისა და მასზე დიდი ძაღლების მიმართ, თუმცა პატრონის მტკიცე ხელის შემთხვევაში, იგი ისწავლის ვინაა ოჯახში დომინანტი და პრეტენზიას აღარ გამოთქვამს.

პეკინესს ახასიათებს ერთი პატრონის მიმართ მორჩილება. უმეტეს შემთხვევაში იმატი, ვინც უვლის და საზღვრებს უწესებს სახლში. აუცილებელია სოციალიზაციის გავლა. ატარეთ ბევრი ეზოში და მიეცით უფლება სხვა ადამიანებიც მოეფერონ და ეთამაშონ თქვენს ძაღლს.

პეკინესი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გასაწვრთნელი ჯიშია, თუმცა არა შეუძლებელი. ეს ძაღლი თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს , თუ საჭირო იქნება სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი თქვენთვის იბრძოლებს. პეკინესი დიდი ძაღლია პატარა ზომაში. მას ძალიან უყვარს, როდესაც პატივისცემით ექცევიან და ყურადღებას აქცევენ.

ერთი სიტყვით პეკინესი კარგი არჩევანია მათთვის, ვინც მცირე ზომის ძაღლს ეძებს და მზადაა პატარა ბუზღუნა ბეწვის გორგალი დაიმორჩილოს და შეიყვაროს!

 

MYDOG.GE გავიგოთ მეტი ძაღლებზე

 

კომენტარები

grumingi
To Top