რჩევები

რა ღირს ძაღლის აცრა?

cofis acra

ძაღლის დროული ვაქცინაცია აუცილებელია

ძაღლის ვაქცინაცია აუცილებელი პროცედურაა, როგორც თქვენი ასევე თქვენი ცუგრიკების ჯანმრთელობისათვის.
ვაქცინაციას თავისი სქემა აქვს რომელიც მკაცრად უნდა დავიცვათ.
ლეკვს რომ შევიძენთ ან ვიჩუქებთ, აუციელებლია მისი ჰელმითებზე დამუშავება (ჭიის წამლის მიცემა). თუ ლეკვი არაა დამუშავებული ჰელმითებზე და აიცრება შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, რადგან ჰელმინთები ისედაც წამლავენ ძაღლის ორგანიზმს ტოქსინებით და მათი იმუნიტეტი დასუსტებულია. ვაქცინა კი შესაძლოა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.
მას შემდეგ რაც ლეკვი დამუშავდება ჭიის წამლით იწყება ვაქცინაციის კურსი.

რა ღირს კომპლექსური აცრა?

პირველ ეტაპზე ხდება კომპლექსური ვაქცინით ლეკვის აცრა თვინახევრის ან ორი თვის ასაკიდან. უკეთდება სამი კომპლექსური აცრა 14-16 დღიანი ინტერვალებით.
საქართველოში კომპლექსური ვაქცინის ფასი  15-35 ლარამდე მერყეობს. დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე და რამდენი ვირუსული ინექციის წინააღმდეგ უძლიერებს ძაღლს იმუნიტეტს.

გავრცელებული ვაქცინებია:

  1. ნობივაკი
    ნობავიკი კომპლეკსური ვაქცინა

    ნობავიკი კომპლეკსური ვაქცინა

  2. ბიოკანი
    ბიოკანი კომპლექსური ვაქცინა

    ბიოკანი კომპლექსური ვაქცინა

  3. ეურიკანი
    ეურიკანი კომპლეკსური ვაქცინა

    ეურიკანი კომპლეკსური ვაქცინა

  4. ვანგარდი
    ვანგარდი კომპლექსური ვაქცინა

    ვანგარდი კომპლექსური ვაქცინა

  5. კანვაკი

    kanvaki kompleqsuri vaqcina

    კანვაკი კომპლექსური ვაქცინა

შენიშვნა: კომპლექსური ვაქცინაციის დასრულების შემდეგ, ლეკვი უკვე 3 თვის ან მეტის იქნება და უკეთდება ბოლო ცოფის საწინაარმდეგო ვაქცინა.

რა ღირს ცოფის აცრა?

ცოფის ვაქცინაცის ფასი 10-20 ლარამდე მერყეობს და კომპლექსურისგან განსხვავებით იცრება მხოლოდ ერთხელ.

გავრცელებული ცოფის ვაქცინებია:

  1. რაბიზინი

    რაბიზინი ცოფის ვაქცინა

    რაბიზინი ცოფის ვაქცინა


  2. რაბვაკი

    რაბვაკი ცოფის ვაქცინა

    რაბვაკი ცოფის ვაქცინა

შენიშვნა: როგორც წესი კომპლექსური ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს ცოფის ვაქცინებიც აქვთ და ვეტერინარი გირჩევთ უკვე კლინიკაში, რომელი ჯობია.

ვაქცინაციის კურსის დასრულების შემდეგ, განმეორებითი ვაქცინაცია საჭიროა ერთი წლის გასვლის მერე. თუმნცა მხოლოდ ერთი კომპლექსური ვაქცინა და ერთი ცოფის ვაქცინა უკეთდება უკვე ძაღლს. ასევე შეგიძლიათ ცოფის ვირუსის შესახებ ჩვენი სტატია, რათა გაიგოთ მეტი მისი გამომწვევი მიზეზებისა და მკურნალობის შესახებ.

რა უნდა გავითვალისწინოთ:

  1. ლეკვი უნდა იყოს ჰელმინთებზე დამუშავებული
  2. აუცილებელია ვაქცინაცია გაგრძელდეს ერთი კომპანიის პრეპარატით
  3. არ შეიძლება ვაქცინაციის განრიგის არევა
  4. ცოფის ვაქცინა არ უშლის ზრდას ხელს და სასურველია აიცრას ლეკვი დროულად

Mydog.ge  გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები

grumingi
To Top