Categories
სახალისო სხვადასხვა

რატომ გვიყურებენ ძაღლები როცა ისაქმებენ?

თუ თქვენ მეცნიერების ფანი ბრძანდებით, მაშინ ერთხელ მაინც გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ გვიყურებენ ძაღლები, როდესაც იმ საქმეს აკეთებენ? (ხო ხვდებით რასაც ვგულისხმობთ…)

კარგი, თქვენ შეიძლება არც არასდროს დაფიქრებულხართ ამაზე, მაგრამ… უსაქმური მეცნიერები (ალბათ ბრიტანელები იქნებოდნენ 😀 ) დააკვირდნენ საკითხს შინაურ ცხოველებში, უფრო ხშირად კი ძაღლების ქცევაში გამოვლენილ უცნაურობას, როდესაც ძაღლი ნამცხვრის ცხობის დროს უყურებს პატრონს.

dzagli acxobs namcxvars
ჭკვიანი და სწრაფი კია, მაგრამ მოეკუკა და რა ექნა… 🙁

აღმოჩნდა, რომ ძაღლები არიან ყველაზე კომფორტულ პოზაში, როდესაც “მზარეულობენ”. ისინი ბუნებრივია ძალიან კარგად იცნობენ შემოგარენს, მაგრამ როდესაც ის უხერხული პრობლემა მოგაწვება, არც ისე დიდი შანსია მოიფიქრო რამე ღირებული, როცა ვინმე გადაწყვეტს თავს დაგესხას, არა?

ამიტომ ძაღლი აშტერდება მის პატრონს, თუ საჭირო გახდა, “შეწყვიტოს საქმე” და გაიქცეს მის დასაცავად!

ხედავთ? თქვენ როგორც მისი პატრონი, ასევე მისი საუკეთესო მეგობარი ხართ და ძაღლებმა იციან ეს ! ამიტომ ისინი მზად არიან დაგიცვან მაშინაც კი, როცა ხასიათში რაც არ უნდა გადაუვიდეთ იმას იშორებენ…

dzagli madloba
მადლობაააა ^_^

ასე რომ, შემდეგში როდესაც თქვენი ძაღლი, გაზეთის კითხვის მაგივრად თქვენ მოგაშტერდებათ – ანიშნეთ ცერა თითის ზევით აწევით, რომ ყველაფერი რიგზეა. ისინი ძალიან დაგიფასებენ ამ საქციელს და შეიძლება აღარ მოისაქმონ თქვენი სახლის ჩუსტში, რადგან ეცოდინებათ, რომ მასზე ზრუნავთ !

აჰ ! და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად აიღეთ თქვენი ძაღლის ნამცხვარი მიწიდან, ეს ნამდვილად აუცილებელია ❤

გაუზიარეთ სტატია სხვებს

კომენტარები