რჩევები

როგორ ავარჩიოთ ლეკვი

როგორ ავარჩიოთ მშვიდი და დამჯერი ლეკვი

როგორ ავარჩიოთ ლეკვი? ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომ უნდა შეიძინოთ ლეკვი, რომელიც პირველი მოირბენს თქვენთან, ეგრევე თამაშს დაგიწყებთ, ყველაზე აქტიური და მხიარული ლეკვი იდეალური ძაღლი იქნება თქვენთვის. სამწუხაროდ ეს რჩევა უნდა დაივიწყოთ

მიუხედავად იმისა, რომ ლეკვები შესაძლოა და-ძმანი არიან, თითოეულ მათგანს მაინც განსხვავებული ხასიათი აქვს.
უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა გადახედოთ თქვენი ცხოვრების სტილს, ზუსტად იცოდეთ რას ეძებთ, როგორი ძაღლის ყოლისთვის ხართ მზად.
როდესაც ძაღლის ჯიშს აარჩევთ, დადგება ყველაზე რთული მომენტი. ლეკვის არჩევა ნაყარიდან!

უმეტეს შემთხვევაში როდესაც ყიდულობთ ძაღლს, არჩევანის საშუალება არც ისე დიდია, რადგან თუ კლუბიდან ყიდულობთ იქ მხოლოდ 1 ან 2 ლეკვის ნახვის საშვალება გაქვთ.
ან მომშენებლისგან ყიდულობთ და მხოლოდ ერთი ლეკვია დარჩენილი, ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ რჩევები რომლებსაც სტატიაში წაიკითხავთ, რადგან ისწავლით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ძაღლის არჩევის მომენტი დგება!

როგორ ავარჩიოთ ლეკვი – ლეკვის არჩევა

  • პირველი რასაც უნდა დააკვირდეთ როდესაც მიდიხართ მომშენებლთან ეს არის თავად ნაყარი და ლეკვების დედა.
    თუ ნაყარიდან ყველა ლეკვი იწყებს ნერვიულობას ყეფას და აგრესიულ ქმედებას თქვენი დანახვისთანავე, კარგად დაფიქრდით სანამ რომელიმე ლეკვის შეძენას გადაწყვეტთ.
    ძაღლს ლეკვობიდან ეტყობა, როგორი იქნება: მაღალი აქტივობის თუ დაბალი, აგრესიული, მშვიდი თუ მშიშარა და ნერვიული.
    შესაძლოა 3-4 ლეკვი ნაყარიდან გიყეფდეთ და გაგირბოდეთ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მშვიდი მოგეჩვენოთ და თავისთვის ცალკე იჯდეს განმარტოებული.
    მაინც არაა რეკომენდირებული ასეთი ნაყარიდან არც ერთი ლეკვის შეძენა. რადგან მისი გენები მის ქცევაზე მეტს ამბობენ. თუ და-ძმა და დედა ნერვიულია, ისიც არ იქნება მარტივად აღსაზრდელი ძაღლი.
    რა თქმა უნდა რთული და ჯიუტი ლეკვის აღზრდაც შესაძლებელია, ამაში კინოლოგებიც დაგეხმარებიან,  მაგრამ ლეკვის შეძენა ბავშვისთვის თუ გინდათ ან პირველი ძაღლია თქვენთვის…
    ექსტერიერმა არ უნდა დაგაბნიოთ, ყველა ლეკვი საყვარელი და ტკბილია, მაგრამ ლეკვი ბოლოს ძაღლად იქცევა და ჯობია გაიმარტვიოთ ცხოვრება, დატკბეთ თქვენს ძაღლთან თამაშით და ალერსით, ვიდრე უზომოდ დიდი ენერგია და დრო დახარჯოთ, რომ თავიდან აღზარდოთ ის!

როდესაც ნაყარიდან ყველა ლეკვი მხიარულია

  • როდესაც ნაყარიდან ყველა ლეკვი მხიარულია, კუდს აქიცინებენ, თქვენთან მორბიან და გეთამაშებიან, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ თქვენი ძაღლის შერჩევა.
    რა თქმა უნდა გარეგნული ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ გირჩევდით უფრო ხასიათზე გაამახვილოთ ყურადღება.
    შეიძლება გყავდეთ ყველაზე ლამაზი და ვიზუალურად უნაკლო ძაღლი, მაგრამ მასთან ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცეთ.
    თუ აარჩევთ პირველივე ლეკვს, რომელიც თქვენთან მოირბენს, შარვალზე დაგეკიდებათ და თამაშს დაგიწყებთ, მაშინ ყველაზე ჰიპერ-აქტიური და მოუსვენარი ძაღლი გეყოლებათ, რომელიც ყველაფერს ღრღნის და აფუჭებს რასაც კი მიწვდება.
    ლეკვის ამ თვისებას მისი ჯიშის თვისებები, რომ დაემატება, დასვენება და სიმშვიდე უნდა დაივიწყოთ.
    აგრესიულ, მშიშარა და ზედმეტად მოსიყვარულე ლეკვებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ იდეა ერთი, არცერთი ვარიანტი არაა სასურველი ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშვიდი, დამჯერი და გონიერი ძაღლის შეძენა უნდათ.
    ნერვიული და შეშინებული ლეკვი, რომელსაც მუდამ მოკეცილი აქვს კუდი და ერიდება თქვენთან კონტაქტს, ბევრად უფრო სახიფათოა ბავშვებისთვის.
    რადგან ასეთმა ლეკვმა შესაძლოა გაუფრთხილებლად გიკბინოთ, თუ შემთხვევით შეაშინეთ, ან ეგონა რომ საფრთხე ემუქრება.

გაწონასწორებული და იდეალური ხასიათის მქონე ლეკვი

  • გაწონასწორებული და იდეალური ხასიათის მქონე ლეკვი მხიარულია, მოსიყვარულე.
    ის აუცილებლად მოვა თქვენთან და დაიწყებს თამაშს, მაგრამ თავიდან მორიდებით დაგაკვირდებათ, გაცდით რომ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი და აუცილებლად დაელოდება თქვენს რეაქციას.
    ლეკვი, რომელიც ასე იქცევა, ზრდასრულ ასაკშიც, დამჯერი და თბილი ძაღლი იქნება.
    ოდნავ მორიდებული და მხიარული ლეკვი მსგავსი ქმედებით გაგრძნობინებთ, რომ პატივს გცემთ და თქვენ გაღიარებთ ლიდერად, ის მზადაა დაგემორჩილოთ და თან უზომოდ დიდი სიყვარული გაჩუქოთ.
    მან შესაძლოა გააფუჭოს სახლში რაღაცეები, შესაძლოა ხშირად გაგაბრაზოთ, მაგრამ არასდროს არ გადავა ზღვარს.
    თქვენზეც ბევრია დამოკიდებული, ლეკვი შესაძლოა დამჯერი, ზომიერად აქტიური და მოსიყვარულე იყოს.
    მაგრამ თუ მას ზედმეტის უფლებას მისცემთ ამით ყოველთვის ისარგებლებს, არცერთი ძაღლი არ იტყვის უარს ოჯახში დომინანტის თანამდებობაზე!
    სტატიას თუ როგორ აღზარდოთ ლეკვის შეძენის შემდეგ იხილავთ რჩევების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ლეკვის არჩევაზე

რომელიც შეგვიძლია რომ მოგცეთ არის ის, რომ აუცილებელია ნაყარს დააკვირდეთ, დააკვირდეთ როგორ იქცევა ლეკვი თავისი და-ძმის გარემოცვაში, დედასთან…
მაგრამ თხოვეთ მომშენებელს, რომ თითოეული ლეკვი გაიყვანოთ სხვა ოთახში და ნახოთ როგორ იქცევა ის თქვენთან განმარტოვების შემდეგ.
შესაძლოა ლეკვებთან დომინანტობდეს, ცუღლუტობდეს, სათამაშოებს იპარავდეს, ან პირიქით მოწყენილი და დაჩაგრული იჯდეს, მაგრამ თქვენთან როგორც მოიქცევა ისე იქნება სახლშიც.
მთავარი კი ზუსტად ესაა, რადგან სახლში მისვლისთანავე თქვენი ლეკვი ოჯახის წევრი გახდება!

 

MYDOG.GE  გისურვებთ სასურველი და იდეალური ოთხფეხა მეგობრის პოვნას.
ჩვენ მზად ვართ ამაში დაგეხმაროთ და ლეკვობიდან ძაღლად გარდასახვამდე თქვენს გვერდით ვიყოთ, მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია და გაგიწიოთ კონულტაცია ნებისმიერ საკითხზე!

 

კომენტარები

grumingi
To Top