გრუმინგი

როგორ მოვუაროთ ძაღლის ბეწვს

დამეთანხმებით ძაღლის მოვლა არც ისე მარტივი საქმეა. განსაკუთრებით, როდესაც ამის გამოცდილება საერთოდ არ გაქვთ. სტატიით ვაპირებთ გავცეთ პასუხი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და ფარდა ავხადოთ ძაღლის ჰიგიენური მოწესრიგების საიდუმლოებებს. რჩევების უმეტესობა ამერიკელი გრუმერებისა და ვეტერინარების ინტერვიუებიდანაა გადმოთარგმნილი. ვნახოთ ვნახოთ…

 

1. რა სიხშირით უნდა დავბანოთ ძაღლი?

ძაღლებს რომ შეეძლოთ წერა, გრძელ სიას შეადგენდნენ თუ რისი კეთება არ უყვართ. აი ბანაობა ამ სიის სათავეში მოხვდებოდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა (ისეთი ცუგებიც არსებობენ, რომლებსაც წყლიდან ამოსვლა საერთოდ არ უნდათ). დავუბრუნდეთ პირველი კატეგორიის ძაღლებს.
უმეტესობას არ მოსწონს პროცესი, აბაზანაში ჩაჯდომა, უცნაური სუნის მქონე სითხეში ამოგანგვლა და ხანგრძლივი გასაპვნა!
ბუნებრივია გვიჩნდება შეკითხვა თუ რა სიხშირით უნდა დავბანოთ ჩვენი ძაღლი…

ყველაზე ბუნებრივი და სწორი პასუხია “ძაღლს გააჩნია

ძაღლის დაბანის სიხშირე დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე. უნდა გავითვალისწინოთ ძაღლის ჯიში, ზომა, ასაკი, ბეწვის სტრუქტურა, მისი აქტიურობის დონე, პირობები სადაც ცხოვრობს და ა.შ. “ძაღლები თავად ისუფთავებენ თავს, თმის ფოლიკულების გასააქტიურებლად და კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად” – ამბობს ექიმი ადამ დენიში.
ზუსტად იგივე ხდება ძაღლის დაბანის დროსაც, მაგრამ საჭიროზე ხშირად თუ დავბანთ ძაღლს ამ პროცესების არასწორ განვითარებასთან გვექნება საქმე…
დაეწყებათ თმის ცვენა, შესაძლოა გაუჩნდეთ ქერტლი, ალერგია, კანის გაღიზიანება! ასე რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ ვიდრე აბაზანაში ჩავსვამთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს.

ექიმი ჯენიფერ ქოუთი ამ საკითხს ესე უდგება.

” ძაღლის დაბანის სიხშირე დამოკიდებულია დაბანის მიზეზზე”. თუ ძაღლი ძალიან აქტიური ცხოვრების წესს მისდევს, ცხოვრობს ეზოში, ხშირად ისვრება და ბეწვიც ცხიმიანი აქვს მათი ხშირად დაბანა არა თუ სასურველი არამედ აუცილებელია. ჭუჭყთან ერთად კანზე მრავლდებიან მავნე ბაქტერიები, რაც უამრავი დერმატოლოგიური პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს.

“თუ ძაღლი შემოდის ოთახში და ცუდი სუნი აქვს, ესეიგი უნდა დაბანოთ” – ამბობს მარი როზინსკი, პროფესიონალი გრუმერი.
ერთი და იგივე ჯიშის ძაღლსაც კი შესაძლოა სხვადასხვა სიხშირით დასჭირდეს დაბანა. 10 დღეში ერთხელ დაწყებული, წელიწადში რამოდენიმეჯერ დაბანით დამთავრებული.
მაშინ როგორ გავიგოთ როდის დავბანოთ ჩვენი ძაღლიო, იკითხავს გაკვირვებული მითხველი… ამ კითხვაზეც გიპასუხებთ!

როგორ გავიგოთ როდის დავბანოთ ჩვენი ძაღლი

  1. თუ თქვენი ძაღლის ბეწვი სწრაფად ხდება ცხიმიანი, წებოვანი და აქვს არასასიამოვნო სუნი, შეგიძლიათ თამამად დაბანოთ 10-14 დღეში ერთხელ. სპეციალური, ამ ჯიშისთვის განკუთვნილი შამპუნითა და კონდინციონერით.
  2. თუ თქვენს ცუგას არ აქვს ცხიმიანი თმა, ძირითად დროს სახლში ატარებს და არც ისე აქტიურია მას თვეში ერთხელ ბანაობა სავსებით ეყოფა.
  3. თუ თქვენი ცუგა არის დიდი ზომის და დიდ ბეწვიანი, ცხოვრობს ეზოში მაშინ მისი დაბანა შეიძლება 1-3 თვემდე ინტერვალში.
  4. ლაბრადორის და მსგავსი ძაღლების დაბანა, რომელბსაც აქვთ ცხიმიანი ბეწვი, ვინაიდან მოცურავე ძაღლების ტიპს მიეკუთვნებიან. მათი დაბანა რეკომენდირებულია თვეში ან ორ თვეში ერთხელ, აუცილებლად ფურმინატორით გამოვარცხნის შემდეგ.
  5. იორკშირ ტერიერებისა და ადამიანის ხარისხის მქონე ძაღლების დაბანა შესაძლოა კვირაში ერთხელაც კი. ბალზამის, კონდინციონერის და უშუალოდ ამ ჯიშის ძაღლებისთვის განკუთვნილი შამპუნით.
  6. პუდელები, ბიშონები, მალტეზე, ბალონკა, პეკინესი, შიტ ცუ, შპიცი … ეგრეთ წოდებული “LAP DOG”ანუ კალთის ძაღლები, რომლებიც უმეტესად სახლში არიან და ზოგიერთი ჯიში ალერგიულია გამოიყენეთ ანტიალერგიული შამპუნი და დაბანეთ საჭიროების მიხედვით. როდესაც შეგაწუხებთ სუნი, თმა დაუმორჩილებელი და ძნელად დასავარცნხი გახდება.

კონკრეტული თარიღები და ციფრები არ არსებობს. ვერ შეადგენ ცხრილს და იტყვი როდის დაბანო ან არ დაბანო ძაღლი. მეტისებზე რაღა უნდა ქნათ?
პატრონი უკეთ იცნობს ძაღლს, ისევე როგორც ამ ძაღლის ექიმი და გრუმერი, რომელსაც ხშირად აქვს კონტაქტი მასთან და იცის თუ რა დროში ისვრება და ხდება დასაბანი. ეს შეიძლება იყოს წელიწადში ერთხელ ან კვირაში ერთხელ.

ძაღლის ჯიშები, რომელთა ხშირად დაბანა კატეგორიულად აკრძალულია.

ესენია ძირითადად დიდი ზომის მცველი, მონადირე, მეცხვარე ან მყეფარა ძაღლები. ჰასკები, მალამუტები, ნაგაზები, კანე კორსოები, ბოქსიორები და ა.შ. დიდ ბეწვიანი ძაღლის თმა ძალიან ძნელად შრება და მიუხედავად იმისა რომ ბეწვი შეიძლება დასვრილი ქონდეს კანის დაბინძურებისგანაც იცავს მისი საფარი.
ასე რომ ასეთი ჯიშის ძაღლების დაბანა წელიწადში 2-4 ჯერ შეიძლება რაც 3-6 თვეში ერთხელ დაბანას გულისხმობს.
დაბალბეწვიანი დიდი ზომის ძაღლები და ისეთი ძაღლები, რომელბსაც კანზე ბევრი ნაკეცი აქვს, უფრო ხშირად უნდა დაბანოთ. შარ-პეის ტიპის ძაღლები აუცილებლად სპეციალური ანტიალერგიული შამპუნით და სხვა შემთხვევებში, კანის ცხიმიანობის მიხედვით!

 

2. როდის მივიყვანოთ ძაღლი გრუმერთან?

ისევ თქვენს ძაღლზეა დამოკიდებული. რამდენად სწრაფად ეზრდება თმა, რამდენად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, გაქვთ თუ არა დრო მის დასავარცხნად…

ყველა ძაღლი განსხვავდება, როგორც ხასიათით ისე ანატომიურად. შესაძლოა ორ იორკს სრულიად განსხვავებული სისწრაფით ეზრდებოდეს, სრულიად სხვადასხვა ხარისხის თმა.
ასე რომ ამ კითხვაზე ისევ თქვენი გრუმერი თუ გიპასუხებთ ან თქვენ უპასუხებთ თუ დააკვირდებით, დაბანიდან რამდენ ხანში უცხიმიანდება და დაუმორჩილებელი უხდება ბეწვი. რამდენად ხშირად ისუფთავებს თავს და როდის ხდება მისი ვარცხნილობა არც ისე მიმზიდველი.

კონკრეტული ჯიშები

 არსებობს ჯიშები, რომლების მოვლა უფრო რთულია ვიდრე სხვა ძაღლების. ორმაგი საფარის მქონე ძაღლები, ჰასკები, შპიცები, მალამუტები, მეცხვარე ძაღლები, კოლი და ა.შ. მათი ბეწვის დავარცხნა საკმაოდ რთულია და აუცილებელია პროფესიონალ გრუმერთან პერიოდული ვიზიტები, რომელიც რამოდენიმე საათს დაუთმოს თქვენი ძაღლის მოწესრიგებას. თქვენ კი შესაძლოა ყოველთვის არ გეცალოთ ამ ხანგრძლივი პროცედურის სახლში ჩასატარებლად.

ისეთი ჯიშები, რომლებსაც თმა სახეზე ეზრდებათ და ამის გამო უღიზიანდებათ თვალები უფრო ხშირად უნდა მიიყვანოთ სალონში, მხოლოდ სახის მოსაწესრიგებლად მაინც! ამით უამრავ პრობლემას აირიდებთ… როგორიცაა თვალის ანთება, ალერგიული ცრემლდენა, გაყვითლებული სახე და ა.შ.
გარდა იმისა რომ ჯანმრთელი თვალები ექნება, მუდმივად შესანიშნავ ფორმაშიც გეყოლებათ თქვენი ცუგრიკა.

.

3. რომელ შამპუნით დავბანოთ ძაღლი?

საბედნიეროდ უამრავი შამპუნია, რომელიც მორგებულია ყველა ტიპის ძაღლის ბეწვზე. იქნება ეს ორმაგი, თეთერი, ხუჭუჭა თუ სწორი, გრძელი თუ მოკლე. წაიკითხეთ ინფორმაცია თქვენი ძაღლის შესახებ, კითხეთ ექიმს ან გრუმერს, რომელი შამპუნი გამოიყენოთ.

არ დაბანოთ ცუგა ადამიანის შამპუნით, ეს არ შეიძლება.

გამოიყენეთ ანტიალერგიული შამპუნი თუ შეატყობთ, რომ ამჟამინდელი შამპუნი მის ბეწვს არ უხდება. უწითლდება თვალები, იქექება და უჩნდება ქერტლი. არ გამოიყენოთ ხშირად თეთრი ძაღლების შამპუნი, რომელიც გამათეთრებელ ნივთიერებებს შეიცავს. დაბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით და ბალზამით და პერიოდულად თეთრი შამპუნით.

იგივე ეხება რწყილების საწინააღმდეგო შამპუნსაც.

ეცადეთ ზამთარში და ცივ პერიოდში დაბანოთ შედარებით რბილი შამპუნით და გამოიყენოთ რწყილების შამპუნი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ძაღლებს, რომლებსაც ადვილად არ ევარცხნებათ ბეწვი, უჩნდებათ ჩახვეული ბეწვის გორგლები, ესეიგი არც ისე კარგ შამპუნს იყენებთ ან არასწორი სავარცხლით ვარცხნით. მიმართეთ გრუმერს და ის გირჩევთ რა გააკეთოთ.

ძაღლების მოვლა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

Mydog.ge  ყველაფერი ძაღლების შესახებ!

კომენტარები

grumingi
To Top