ძაღლის ჯიშები

საუკეთესო ძაღლის ჯიშები თქვენთან სირბილისთვის

თუ თქვენ ძაღლის მოყვარულიც ხართ და ჯანსაღი ცხოვრების წესსაც მისდევთ, კარგი აზრია ამ საქმის ნამდვილ ოსტატთან ერთად ირბინოთ. ძალიან სახალისოა ძაღლთან ერთად სირბილი, თან შესაძლოა ეს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის აუცილებელიც კი იყოს, რაც თქვენც დაგეხმარებათ მუდმივი ფორმის შენარჩუნებაში.

ჩვენ ამ სტატიაში მიმოვიხილავთ კონკრეტული ძაღლის ჯიშებს, თუმცა აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ გარკვეულ შემთხვევებში სხვადასხვა ჯიშის მეტისებს ბევრად უკეთესი პოტენციალი აქვთ ამ საქმეში თქვენს გვერდით დასადგომად. თუ თქვენ ახლა ფიქრობთ ძაღლის აყვანას, მიაკითხეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ძაღლების თავშესაფარს და აუცილებლად იპოვით კარგ მეგობარს რომელიც თქვენთან ერთად ცხრა მთასა და ბარს გადაირბენს სიხარულით <3

ვეიმარანერი

ვეიმარანერი

სპორტსმენი ძაღლების ჯგუფის წევრ ვეიმარანერებს, აღნაგობაც კი ნამდვილი მორბენლის აქვთ. მათი სისწრაფე და გამძლეობა საშუალებას აძლევთ, მაქსიმალური სისწრაფით დაუღალავად გაირბინონ როგორც მოკლე, ასევე გრძელი დისტანციები. ეს ძაღლის ჯიში კარგად იტანს სიცხეს და ძალიან სიამოვნებს ბევრი ვარჯიში. თუმცა აღსანიშნავია ისიც, თუ ვეიმარანერი ვერ მიიღებს საჭირო “დღის დოზას” ვარჯიშის დროს, შესაძლოა ქცევაში გამოუვლინდეს სხვადასხვა თავისუებურებები ( ბევრი ცანცარი, სხვადასხვა საგნების გაფუჭება, მოუსვენრობა ).

ვიჟლა

ვიჟლა
ვიჟლა

ეს ჯიში დაუღალავი მონადირეა თავისი წარმომავლობით, თუმცა თუ თქვენ ნადირობის მოყვარული არ ბრძანდებით, შესაძლოა თქვენი ფორმის შენარჩუნებაში ნამდვილად დაგეხმაროთ. ვიჟლას ჯიშის ძაღლები ამტანები არიან სიცხისადმი და ძალიან უყვართ თავის პატრონის გვერდით სირბილი.

დალმატინელი

დალმატინელის ლეკვი
დალმატინელის ლეკვი

როდესაც ამ კოპლებიან ძაღლის ჯიშს ვიხსენებთ, ალბათ სირბილი ყველაზე ბოლოს გვახსენდება. თუმცა დალმატინელების ჯიში აუცილებლად საჭიროებს ძალიან ბევრ ვარჯიშს, ეს ძაღლები ერთ დროს “გადამზიდი” ან “მწვრთნელი” ( carriage dogs or coach dogs ) იყვნენ, რაც დაახლოებით ცხენს მოგაგონებთ.

ბორდერ კოლი

border collie
ბორდერ კოლი

ბორდერ კოლი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშია. ეს ფაქტი ალბათ უკვე იცოდით, მაგრამ ამასთანავე მათ ძალიან უყვართ მოძრაობა. ჩვენი ლამაზი ფორმების შენარჩუნებაში კი უუუუუდიდესი სიხარულით დაგვეხმარება.

ავსტრალიური მეცხვარე

avstraliuri mecxvare
ავსტრალიური მეცხვარე სათამაშოსთან ერთად

კიდევ ერთი ინტელიგენტი წარმომადგენელი ჩვენს ჩამონათვალში, ავსტრალიური მეცხვარეები ჭკვიანთან ერთად ძალიან აქტიურებიც არიან. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უკეთესი იქნება თუ ძალიან ცხელ დღეებში დიდ მანძილს არ არბენინებთ, მათი გრძელი ბეწვი უკეთესად ცივ ტემპერატურას ეგუება.

რიჯბეკი

10 tvis rijbeki
10 თვის რიჯბეკი

იცოდით რომ რიჯბეკის ჯიშის ძაღლებს სხვანაირად აფრიკულ ლომ-ძაღლს ( African Lion Hound ) ეძახიან? ეს უშველებელი არსება შესანიშნავად შეასრულებს თანამგზავრისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. ამ ჯიშს შეუძლია გაიქცეს გრძელ დისტანციებზე მაღალი ტემპერატურის დროსაც კი.

ციმბირული ჰასკი

cimbiruli haski
ციმბირული ჰასკი გრილდება

ჰასკი საქართველოში საკმაოდ პოპულარული ძაღლის ჯიშია, თუმცა სამწუხაროდ ცოტამ თუ იცის რამდენად ენერგიული ძაღლები არიან. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ჯიში ძალიან კარგად გრძნობს თავს ცივ ამინდში და ძალიან უჭირს სიცხესთან შეგუება. თუ თქვენ ჩვენი ქვეყნის ცივ მხარეში ცხოვრობთ და სირბილს გადაწყვეტთ, ჰასკის ჯიშის ძაღლი თავისი თავადური მანერით სიხარულით აგიბამთ მხარს.

ტერიერები

ამერიკული სტეფორდშირის ტერიერის მიქსი

რა თქმა უნდა ყველა ტერიერი არ არის საუკეთესო მორბენალი, თუმცა მათ შორის არიან მომცრო ზომის ძალიან ენერგიული ძაღლები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ირბენენ თქვენთან ერთად. პატარა ზომის ჯეკ რასელ ტერიერი, ხოლო შედარებით დიდი ზომის “პიტ-ბულის” ტიპის ტერიერები ( პიტ-ბულ ტერიერი ), ასევე ფოქს ტერიერი. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკული ან სხვა პიტ-ბულის ტიპის ტერიერებს უსაზღვრო ენერგია აქვთ, თუმცა გრძელ დისტანციაზე სირბილისას იღლებიან და აუცილებელია შესვენება.

პოინტერი

pointeri
პოინტერი

მოკლე ან გრძელ ბეწვიან პოინტერებს შეუძლიათ დიდ დისტანციაზე სირბილი ცხელ ან ცივ ამინდებში. ისინი ამ საქმის ნამდვილი ოსტატები არიან.

სხვადასხვა მწევარი

borzoi
მწევარი Borzoi

თუ შედარებით მოკლე, მაგრამ სწრაფი გარბენებისთვის გსურთ ვარჯიში, სხვადასხვა მწევარი ჯიშის ძაღლები ( გრეიჰაუნდი, borzoi და სხვა ) იდეალური ვარიანტია. შესაძლოა თქვენზე ბევრად სწრაფად დაფარონ მათ გასარბენი მანძილი, თუმცა თქვენ ეს მოტივაციად აქციეთ – “ხვალ გაგასწრებ მეგობარო”.

რჩევები ძაღლთან ერთად სირბილისთვის

განურჩევლად მათი ჯიშისა:

  • წაიღეთ წყალი თქვენთვის და თქვენი მეგობრისთვის.
  • შეწყვიტეთ სირბილი თუ ატყობთ, რომ თქვენი ძაღლი სირბილის განწყობაზე არ არის, თავს ცუდად გრძნობს და ენერგიულად არ იქცევა.
  • ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან სანამ ვარჯიშს დააწყებინებთ ძაღლს, ყოველგვარი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

გისურვებთ სასიამოვნო ვარჯიშს თქვენს საყვარელ მეგობართან ერთად <3

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top