დაავადებები

სქოლიოზი ძაღლებში

სქოლიოზი – ხერხემლის ან ხერხემლის მალების დეფორმაციას ნიშნავს.

ძაღლებში სქოლიოზი უფრო გენეტიკურ დეფექტად ითვლება. თუმცა ასევე ხშირია რაიმე სახის ტრავმის შემდგომი დეფორმაცია.

თუ გენეტიკური ფაქტორების მიერაა გამოწვეულია, ძაღლს ლეკვობაშივე შენიშნავთ რაღაც გადახრებს. 

შემჩნევა

ლეკვის დაბადებიდან რამოდენიმე კვირაშია შესაძლებელი.
თუმცა შესაძლოა მალების დეფორმაცია დაიწყოს ცოტა მოგვიანებით, როდესაც ლეკვი იზრდება – დეფორმირდება მისი ხერხემალი, შესაძლოა გამრუდდეს ან სულაც მოკლე დარჩეს ან პირიქით…

სქოლიოზი შესაძლოა იყოს გამოხატული მწვავე ფორმით.

როდესაც დეფორმაციას განიცდის სასიცოცხლო მნიშვნელობის მალები, თუნდაც კისრის მიდამოში და მალა ვერ ყალიბდება ბოლომდე ლეკვი შესაძლოა დაიღუპოს.

ევთანაზიას (ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარება) კლინიკებში მიმართავენ როდესაც მალებისა და ხერხემლის დეფორმაცია იმდენად მწვავეა, რომ ძაღლი მუდმივ ტკივილს განიცდის და კარგავს სიარულის უნარს.

 

 სამწუხაროდ თუ სქოლიოზი გენეტიკური ფაქტორების მიერაა გამოწვეული, ასაკთან ერთად პროგრესირებს და მისი შეჩერება ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა პროგრესირება არ მოხდეს და ერთ დონეზე გაჩერდეს.

თუ თქვენს ძაღლს შენიშნავთ სქოლიოზის სიმპტომებს აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს.

არსებობს სპეციალური ბანდაჟები, ზურგის გასამაგრებელი კორსეტები, რომელიც მეტ-ნაკლებად შეუმსუბუქებს თქვენს ძაღლს მდგომარეობას.

ზემოთ ნახსენები მიზეზების გარდა, სქოლიოზი ასევე ხშირია ფეხმძიმე ძუ ძაღლებში.

თუ ძაღლი არაა ნავარჯიშები, ფეხმძიმობის პერიოდში ძლიერ იმატებს წონაში და სქოლიოზისკენ მიდრეკილი ჯიშიცაა, მაშინ ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს ფეხმძიმობის პერიოდში აჯობებს.

გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და პრობლემის გამო ნუ იტყვით მათზე უარს. ისინი კიევ უფრო უმწეონი არიან და სჭირდებით…

  • სტატია დაიწერა მარიამ ქობულაშვილის თხოვნით. მადლობას ვუხდით ჩვენს ერთ-ერთ აქტიურ მკითხველს მარიამს!

 

MYDOG.GE ერთად გავიგოთ მეტი ძაღლებზე!

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top