Categories
რჩევები ჯანმრთელობა

ძაღლის მოვლა: აუცილებელი ძაღლების მოვლის წესები

ძაღლი სახლში ნამდვილი სიყვარულის შემომტანია. მიუხედავად იმისა თქვენ გამოცდილი ხართ ძაღლებთან ურთიერთობაში თუ ჯერ მხოლოდ დამწყები, ალბათ უკვე გააზრებული გაქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძაღლის მოვლა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის ძირითადი პუნქტი რასაც ეს საპასუხისმგებლო საქმე მოიცავს.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სახლის ახალი ოთხფეხა ბინადარი, გთხოვთ დაფიქრდეთ ძაღლის შვილებაზე. ამით თქვენ შეიძენთ უერთგულეს მეგობარს და რაც მთავარია არ მოგიწევთ არანაირი თანხის გადახდა ძაღლის ყიდვისგან განსხვავებით! მიაკითხეთ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ძაღლების თავშესაფარს და გვენდეთ, თქვენ აუცილებლად იპოვნით უსაყვარლეს მეგობარს…

Categories
რჩევები ჯანმრთელობა

რა ღირს ძაღლის აცრა? ვაქცინის ფასი და სხვა რჩევები

ძაღლის ვაქცინაცია აუცილებელი პროცედურაა, როგორც თქვენი ასევე თქვენი ცუგრიკების ჯანმრთელობისათვის.
ვაქცინაციას თავისი სქემა აქვს რომელიც მკაცრად უნდა დავიცვათ.

ლეკვს რომ შევიძენთ ან ვიჩუქებთ, აუციელებლია მისი ჰელმითებზე დამუშავება (ჭიის წამლის მიცემა). თუ ლეკვი არაა დამუშავებული ჰელმითებზე და აიცრება შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, რადგან ჰელმინთები ისედაც წამლავენ ძაღლის ორგანიზმს ტოქსინებით და მათი იმუნიტეტი დასუსტებულია.

ვაქცინა კი შესაძლოა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.
მას შემდეგ რაც ლეკვი დამუშავდება ჭიის წამლით იწყება ვაქცინაციის კურსი.