Categories
რჩევები ჯანმრთელობა

ძაღლის მოვლა: აუცილებელი ძაღლების მოვლის წესები

ძაღლი სახლში ნამდვილი სიყვარულის შემომტანია. მიუხედავად იმისა თქვენ გამოცდილი ხართ ძაღლებთან ურთიერთობაში თუ ჯერ მხოლოდ დამწყები, ალბათ უკვე გააზრებული გაქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძაღლის მოვლა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის ძირითადი პუნქტი რასაც ეს საპასუხისმგებლო საქმე მოიცავს.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სახლის ახალი ოთხფეხა ბინადარი, გთხოვთ დაფიქრდეთ ძაღლის შვილებაზე. ამით თქვენ შეიძენთ უერთგულეს მეგობარს და რაც მთავარია არ მოგიწევთ არანაირი თანხის გადახდა ძაღლის ყიდვისგან განსხვავებით! მიაკითხეთ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ძაღლების თავშესაფარს და გვენდეთ, თქვენ აუცილებლად იპოვნით უსაყვარლეს მეგობარს…

Categories
ჯანმრთელობა

ძაღლის ჭიებზე დამუშავება / დეჰელმეთიზაცია

ბევრმა ადამიანმა, რომელსაც არასდროს ჰყოლია ძაღლი, არ იცის დეჰელმეთიზაციის აუცილებლობა. არის შემთხვევები, რომ შეიძენენ ლეკვს და, თუ მომშენებელმა არ აუხსნა რისი გაკეთებაა საჭირო, ან ის მაინც არ ურჩია, რომ ვეტერინართან უნდა მივიდნენ კონსულტაციაზე, ლეკვი ისე იზრდება, ჭიის წამალი საერთოდ არ აქვს დალეული.

დეჰელმეთიზაცია სპეციალური გრაფიკით მიმდინარეობს და საჭიროებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ განმეორებას. საქართველოში ხელმისაწვდომია საკმაოდ ბევრნაირი ჭიების წამალი. ზოგიერთი მათგანი უფრო ეფექტურია, ზოგი შედარებით სუსტი, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ არის ის, რომ გვგონია ლეკვისთვის ერთხელ ჭიის წამლის მიღება საკმარისია.