Categories
სხვადასხვა

ძაღლის ყოლის მოლოდინი Vs რეალობა

ძაღლის ყოლა საკმაოდ საპასუხისმგებლო რამეა. როდესაც ადამიანს მოუნდება, რომ მის ცხოვრებაში ადგილი დაიკავოს ძაღლმა, როგორც წესი, წინასწარ რაღაც წარმოდგენები და მოლოდინი აქვს, თუ როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება.

ვოცნებობთ რომ გვეყოლება დამჯერი, მშვიდი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც ერთი თქმით აითვისებს ყველაფერს, იქნება ძალიან ჭკვიანი და მხოლოდ ნათელი დღეებით აავსებს ჩვენს ცხოვრებას.

გვგონია, რომ ძაღლი არ შეგვიქმნის დისკომფორტს და მხოლოდ ლეკვობაში შეიძლება გაგვიჭირდეს მისი მოვლა. სინამდვილეში, რეალობა და მოლოდინი, როდესაც ძაღლი მიგვყავს სახლში სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.