სახალისო

უცნაურად და სახალისოდ გამოყვანილი ძაღლები

ძალიან ბევრი ძაღლის ჯიში არსებობს, რომლებიც  ადამიანებმა ექსტერიერის და სხვა ტიპის გადარჩევით მიიღეს… ძაღლების ჯიშების დღევანდელ სახეზე სწორედ ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ. გინდათ პატარა ზომის ადვილად მოსავლელი ძაღლი? გამოიყვანეს იორკშირ ტერიერი, ცივ კლიმატში მცხოვრებ ადამიანებს დასჭირდათ ძაღლი, როგორც გადაადგილების, ასევე მძიმე ნივთების ტრანსპორტირებისათვის? გამოიყვანეს ციმბირული ჰასკი…

საინტერესოა როგორ გამოიყურებიან ის ძაღლები, რომლებიც ამ ჯიშების შერევით იბადებიან. ეგრეთ წოდებული მეტისები, განსაკუთრებით საინტერესოები და სასაცილოები არიან, რადგან ისინი ყველა იმ თვისებასა თუ ვიზუალს იძენენ, რომლებიც ესე მოგვწონს ჰასკებსა თუ ლაბრადორ რეტრივერებში. ისინი უნიკალურები არიან, რადგან მათი მსგავსი დედამიწაზე არავინაა…

გთავაზობთ ამ საოცარი ძაღლებისა და ლეკვების სახალისო ფოტოებს

ჰასკი + ოქროსფერი რეტრივერი

“დედასაც რო ჯობიხარ და მამასაც… აი ის შემთხვევა ვარ!”

პაგი + ინგლისური ბულდოგი

“ბევრად პატარა და სწრაფი ვარ, მაგრამ მეც შევერკინები ხარებს! დიახაც…”

ჰასკი + ჩაუ-ჩაუ

“მისტერ ჩასკი !”

 

კორგი + დალმატინელი

“ყველაზე კოპლებიანი კორგინელი რო იქნები ძაღლი… “

 

ჰასკი + პიტი

“იქნებ მაცადო?! ვერ ხედავ რომ სავარძელს ვაფუჭებ?”

 

პაგი + ჩიხუახუა

” 😉 “

 

კორგი + გერმანული ნაგაზი

“ვფიქრობ და ვერ ვხვდები… როგორ!”

 

კორგი + ციმბირული ჰასკი

“როგორ და ჩვენს მამიკოს დიდი ძაღლებისკენ გაურბის თვალი!”

 

პაგი + თოი პუდელი

“ვაიმე”

 

MYDOG.GE  გისურვებთ პოზიტიურ განწყობას!

კომენტარები

grumingi
To Top