სხვადასხვა

ყველაზე საშიში ძაღლი პიტბული

პიტბული მიჩნეულია, როგორც ყველაზე საშიში ძაღლი, რომელმაც თუ ჩაკეტა ყბა აღარ გაგიშვებს! სისხლის მსმელია! ადამიანის ხორცი უყვარს! გენეტიკურად არიან ეგ ძაღლები “ეგეთები”.

თითოეული ამ ფრაზის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ იმ “ადამიანებს” ვინც პიტბულის მართლაც ძლიერ ფიზიკურ მონაცემებს ბოროტად იყენებდა წლების განმავლობაში.

ეს პრობლემა მარტო საქართველოში როდი გვაქვს, მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ქვეყნები განსაკუთრებით არიან დამნაშავე, რომ პიტბულს ესე გაუტყდა სახელი.

მისი ყბები მართლაც ისეთი ძლიერია, რომ მანქანის ბორბლის გახვრეტა შეუძლია და მართლა თუ უკბინა ვინმეს არ გაუშვებს სანამ არ მოგუდავს, მაგრამ ანალოგურად საშიში და ძლიერია ქართული ნაგაზი, გერმანული ნაგაზი, დობერმანი… მაგრამ პიტბულის განსაკუთრებით ეშინიათ ადამიანებს.

პრობლემა ისევ ჩვენი მიზეზით გაჩნდა.

ძაღლი ბუნებით ცხოველია და ამ ფაქტს ვერ დაემალები. ჩიხუახუასაც ისევე შეუძლია იყოს ავი და გიკბინოს როგორც პიტბულს.

რადგან ზიანი ნაკლებია არ ნიშნავს რომ რომელიმე ჯიში უნდა გავრიყოთ.

ადამიანს სხვა ადამიანის მიყვანა შეუძლია ისეთ კონდიციამდე, რომ საზოგადოებისთვის საშიში გახადოს და ძაღლის ამ კონდიციამდე მიყვანა ხომ ბევრად მარტივია.

სწორი მიდგომა და ამ ჯიშის აღზრდის ცოდნა ყველა პრობლემას აბათილებს. გთავაზობთ ყველაზე საშიში ძაღლის პიტბულის ფოტოებს, რომლებიც შეგიცვლიან ამ ძაღლზე შეხედულებებს.

პიტბული – ყველაზე საშიში ძაღლი

 


            

                

 

 

 

კომენტარები

grumingi
To Top